სამწლიან პერიოდზეც ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - სებ-ის გამოკითხვა
სებ-ი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც აპრილში ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. თავის მხრივ სებ-ის აღნიშნულ ანგარიშს ბიზნეს სუბიექტების გამოკითხვის მიხედვით აკეთებს.
„მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის აპრილის თვის შედეგები:
ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 2%-4%-ის, 6%-8%-ის ინტერვალებში და 8%-ზე მეტად ფიქრობენ, შემცირდა. მეორე მხრივ,
მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის
ინტერვალში 0%-2%-ისა და 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. თუმცა, მოიმატა იმ მონაწილეთა რაოდენობამ, რომლებიც
ფასების ცვლილებას 2%-4%-ის ინტერვალში მოიაზრებენ.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მომატებულია. ერთი მხრივ, აპრილში მარტთან შედარებით მოიმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 2%-4%-ის, 4%-6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%-ისა და 6%-8%-ის ინტერვალებში ვარაუდობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ,
დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%-30%-ის ფარგლებში და 30%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის მიდამოში მოიაზრებენ.
გამოკითხულთა აზრით, აპრილში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მარტთან შედარებით მომატებულია“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით - გივი მიქანაძე
სხვა სიახლეები
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი
16.01.2026.15:00
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 291 928 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 042 675 ათასი ლარია. აღნმიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,1%-ითაა გაზრდილი.
წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ნოემბრის მონაცემებთან კი 1.9%-ით არის გაზრდილი.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 589 061 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 107 775 ათას ლარს შეადგენდა.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 990 866 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 231 282 ათასი ლარს უტოლდება.
დეკემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 904 104 ათასი დოლარია, ანუ 18 607 251 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
