სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წლამდე გაიზარდა
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა კერძო ფინანსურმა ინსტიტუტმა, სამომხმარებლო სესხზე განახლებული პირობებით სარგებლობის შესახებ განაცხადა. ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ფინანსური რესურსით უკვე 4 წლის ვადით ისარგებლონ. ცვლილებამდე სამომხმარებლო სესხის ვადა 3 წლით იყო განსაზღვრული.
აღნიშნული სიახლით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ყველა არხში, მათ შორის მობილბანკში, ინტერნეტბანკსა და ვებ - გვერდზე.
“დღეიდან საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სამომხმარებლო სესხით უკვე 4 წლის ვადით. მათ შეუძლიათ მიიღონ თანხა ნებისმიერი მიზნობრიობით, ნებისმიერი ქვეყნიდან, ბანკის ციფრული არხების მეშვეობით და მარტივად აისრულონ დიდი ხნის სურვილები. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლებისთვის სასარგებლო და საჭირო პროდუქტებსა თუ სერვისებზე მუშაობას“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
თუ გაინტერესებს, რა მოცულობის სესხია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკში, შეგიძლია საკუთარი საკრედიტო შესაძლებლობები მობილბანკში, ინტერნეტბანკში ან ვებგვერდზე შეამოწმო და იქვე, მარტივად გაიაქტიურო შეთავაზება.
შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
დღის ტოპ 10 სიახლე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
სხვა სიახლეები
1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.7241 ლარი გახდა
24.10.2025.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1638 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7241 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7241 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7200 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1638 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1522ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.