სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსის მიხედვით, ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა
საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით არის გაზრდილი.
წლიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (6.6%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (4,4%), განათლება (3.6%) და საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (3.3%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირებაა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ამ სეგმენტში ოქტომბრიდან ოქტომბრამდე 3.4%-იანი კლებაა, დასვენება, გართობა და კულტურის სეგმენტში HICP-ის 3.3%-იანი კლება ფიქსირდება. 2,5-2,5%-იანი კლებაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების მიმართულებით და ასევე კავშირგაბმულობის სეგმენტში. ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება - კლება 2,1%-ია, ხოლო ტანსაცმელი და ფეხსაცმლის HICP-ში 1.9%-იანი წლიური კლება.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
17.11.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1424 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7080 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7080 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც 2.7085 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1424 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1462 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.