მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

საკრედიტო აქტივობის ტემპი ეტაპობრივად ნორმალიზდა და 2025 წლის აპრილში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.5% შეადგინა - სებ

news image

საკრედიტო აქტივობის ტემპი ეტაპობრივად ნორმალიზდა და 2025 წლის აპრილში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.5% შეადგინა, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. სებ-ში განმარტავენ, რომ 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება.

„საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. 2025 წლის აპრილის მონაცემებით, საბანკო სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. გასულ წელთან შედარებით, საკრედიტო აქტივობის ტემპი ეტაპობრივად ნორმალიზდა და 2025 წლის აპრილში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.5% შეადგინა. აღნიშნული ზრდა მეტწილად, კვლავ ბიზნეს სესხების ზრდით იყო განპირობებული. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება. ერთი მხრივ, პირველ კვარტალში დაფიქსირებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და მეორე მხრივ, საკრედიტო აქტივობის ნორმალიზებამ სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპის გაზრდა განაპირობა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული დინამიკის შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი 2025 წელს დაიხურება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. კომერციული ბანკები კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას განაგრძობენ“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image „პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს

29.05.2025.17:10

მსოფლიოს პირველი პროგრამირებადი ბანკი „პეივ ბანკ საქართველო“ გლობალურ საკორესპონდენტო საბანკო ქსელს აფართოებს და პარტნიორობას იწყებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ლუქსემბურგისა და თურქეთის წამყვან ბანკებთან.
როგორც „პეივ ბანკში“ აცხადებენ, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბანკის ფიზიკური და იურიდიული კლიენტებისთვის სხვადასხვა ვალუტაში გადახდების ეფექტიანი, სწრაფი და დაბალი ფასის მქონე მომსახურების უზრუნველყოფას. ამავე დროს ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონული ფინანსური ჰაბის როლის გაძლიერებას.
მათივე თქმით, მსოფლიოს წამყვან საკორესპონდენტო ბანკებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააფართოებს „პეივ ბანკ საქართველოს“ გლობალურ ქსელს და გააძლიერებს ბანკის შესაძლებლობებს გადარიცხვების მარტივი და გამართული სისტემით მოემსახუროს ბიზნესებსა და ინვესტორებს.
„ბანკის შექმნის დღიდან გვინდოდა, რომ ჩვენი საგადახდო ინფრასტრუქტურა არ ყოფილიყო დამოკიდებული მხოლოდ ერთ პარტნიორზე და შეგვექმნა მრავალფეროვანი, მდგრადი გლობალური ქსელი, რომელიც მჭიდრო პარტნიორობას დაამყარებდა ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, რათა ჩვენი კლიენტებისთვის მოქნილ და გლობალურ საბანკო ქსელზე ხელმისაწვდომობა შეგვეთავაზებინა. მიგვაჩნია, რომ ბიზნესისთვის გადახდების სისწრაფე და სანდოობა გადამწყვეტია“, - აღნიშნა „პეივ ბანკ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა სალიმ დანანიმ.
მისივე თქმით, „პეივ ბანკ საქართველო“ ამჟამად უკვე მუშაობს ორ საკორესპონდენტო ბანკთან აშშ-ში და უკვე დამყარდა ურთიერთობები დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგსა და თურქეთში. ყველა მათგანი მაღალი რეპუტაციის მქონე ფინანსური დაწესებულებაა, რომლებიც ტექნოლოგიურ, შესაბამისობისა და რისკების მართვის მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.
სალიმ დანანის თქმით, წამყვან საკორესპონდენტო ბანკებთან თანამშრომლობისა და სამომავლო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და დიდი ყურადღება დაეთმო რისკების მინიმიზაციას, შესაბამისობას და რეგულატორის მოთხოვნებს. პარტნიორი ბანკები მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩა, მათ შორის ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, მდგრადობის პრაქტიკით, რეგულაციური გამჭვირვალობითა და რისკების მართვის მძლავრი ჩარჩოებით.
„თითოეული ტრანზაქციის მთლიანობის უზრუნველსაყოფად ჩვენ რამდენიმე დონის უსაფრთხოებას ვახორციელებთ — ტრანზაქციების მონიტორინგს, თაღლითობის მოკვლევას, რისკების მართვას და კიბერსაფრთხეების აღმოჩენას. ეს არა მხოლოდ ჩვენი სისტემების, არამედ ჩვენი საკორესპონდენტო ბანკების რეპუტაციის დაცვაა“, — აღნიშნავს დანანი.
მისივე თქმით, „პეივ ბანკ საქართველო“ მხოლოდ იმ ბანკებთან თანამშრომლობს, რომლებიც საუკეთესო სტანდარტებს აკმაყოფილებენ, რათა კლიენტებს მაღალი დონის სერვისი შესთავაზონ.
სალიმ დანანის განცხადებით, საკორესპონდენტო ბანკებთან დისკუსიების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის ძლიერმა რეპუტაციამ და შეთანხმებულმა რეგულაციურმა სტანდარტებმა მნიშვნელოვნად გაზარდა „პეივ ბანკის“ სანდოობა.
„ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა რისკების საფუძვლიანი შეფასებები ჩაატარეს. ევროპის ცენტრალური ბანკის რეგულაციებთან საქართველოს შესაბამისობამ და საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მათი ნდობის მოპოვებაში“, - თქვა დანანიმ.
„პეივ ბანკის“ გენერალური დირექტორისა და თანადამფუძნებლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მზარდ სავაჭრო, ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრად პოზიციონირდება, ამ ტრანსფორმაციის მხარდაჭერაში „პეივ ბანკი“ საკუთარ როლს კრიტიკულად მიიჩნევს.
„ჩვენი მიზანია ყველა ზომის ბიზნესს ეფექტიანი და უსაფრთხო ფინანსური გარემო შევუქმნათ. სავალუტო სერვისებზე, კორპორაციული ხაზინის ინსტრუმენტებსა და გლობალურ საბანკო ინფრასტრუქტურაზე ჩვენი წვდომა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორებისა და საწარმოების წინაშე უფრო მიმზიდველს ხდის“, - აღნიშნავს სალიმ დანანი და დასძენს, რომ ახალ საკორესპონდენტო ბანკებთან პარტნიორობით „პეივ ბანკი“ ქართულ ბიზნესებს საერთაშორისო მასშტაბით გაფართოებაში დაეხმარება, რეგიონში კი მსოფლიო დონის ფინანსურ სერვისებს შემოიტანს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა