მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.7
-0.0048
flag
AZN 1.5729
0.0001
flag
CNY 39.086
0.016
flag
EUR 3.1544
0.0039
flag
GBP 3.6191
0.0055
flag
KZT 53.5
0.0029
flag
TRY 0.0609
0
flag
USD 2.6741
0.0001

საკმაოდ ძლიერი წელი გვექნება, რაც ნიშნავს რომ უნდა გავაქტიურდეთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე - საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი

news image

საქართველოს საპენსიო ფონდის პორტფელმა 2026 წელი პოზიტიური დინამიკით დაიწყო, აქციების ბაზრებზე გაუმჯობესებული მოლოდინების ფონზე ფონდი ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს, ხოლო 2025 წელს მიღებულმა დაახლოებით 1.4 მლრდ ლარის კონტრიბუციებმა და 800 მლნ ლარის მოგებამ აქტივების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა  ანა ნაჭყებიამ განაცხადა ფონდი 2026 წელსაც ძლიერი კონტრიბუციების მოლოდინშია.

„ჩვენთვის 2026 წელიც საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. გვქონდა დინამიკური პორტფელი წელსაც, ორი თვის მონაცემებითაც ინარჩუნებს ლიდერობას და ამას აქციების ბაზარი უწყობს პირველ რიგში ხელს. აქციების ბაზარზე ზოგადად ბევრი საუბარი იყო რომ რამდენად იყო ეს ხელოვნური ინტელექტის კომპანიების ფასები ადეკვატური, ხომ არ უნდა ველოდოთ ეკონომიკურ კრიზისს ამერიკაში, ევროპაში, თუმცა ამ ეტაპზე მოლოდინები ზოგადად ფინანსურ ბაზრებზე გაუმჯობესებულია, ეს შიში რეცესიის აღარ არის და მოლოდინი აქციების ბაზრების მიმართ საკმაოდ სტაბილური და პოზიტიურია. თუმცა არ გამორიცხავს ეს ვოლატილობას წლის განმავლობაში, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ხოლმე. რაც შეეხება საქართველოში, ჩვენ საკმაოდ მაღალი ტემპით ვიზრდებით, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ აქტივობასთან.

მაგალითად, მხოლოდ 2025 წელს ერთის მხრივ 800 მილიონი ლარის მოგება დავწერეთ, თუმცა მეორეს მხრივ დაახლოებით 1.4 მილიარდი ლარის კონტრიბუციები მივიღეთ მონაწილეებისგან. ეს რიცხვი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი წინა წლის მონაცემთან შედარებით, რაც ნიშნავს რომ იმ კომპანიების რაოდენობა, იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც ჩვენთან კონტრიბუციებს აკეთებდნენ ან მათი ხელფასი გაიზარდა და ხელფასების ზრდის მიმართულებითაც პოზიტიური ტენდენცია გვქონდა, ან თვითონ რაოდენობა გაიზარდა იმ კომპანიების რომლებიც ჩვენი სქემის წევრი გახდნენ და  ამან პირდაპირ გავლენა იქონია ჩვენი აქტივების მოცულობაზე.

2026 წელსაც მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური გვაქვს და ჩვენ კონტრიბუციების ჭრილშიც ველოდებით რომ კიდევ ერთი საკმაოდ ძლიერი წელი გვექნება, რაც ნიშნავს რომ უნდა გავაქტიურდეთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირების მიმართულებით და აქაც ვმუშაობთ ფინანსური ბაზრების წარმომადგენლებთან, როგორც ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ვმუშაობთ დივერსიფიკაციის პროდუქტებზე რათა შევძლოთ კიდევ უფრო საინტერესო, უსაფრთხო აქტივებში ინვესტიცია განვახორციელოთ“, - განაცხადა საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image მიკრობანკმა „კრისტალმა“ Mastercard-ის პირველი პლასტიკური ბარათები გამოუშვა

27.02.2026.12:43

მიკრობანკმა „კრისტალმა“ მომხმარებლებისთვის Mastercard-ის პლასტიკური ბარათების გამოშვება დაიწყო. აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც „კრისტალის“ განვითარებისთვის, ისე ქვეყანაში ციფრული გადახდების ეკოსისტემის გაძლიერებისთვის.

ახალი სადებეტო ბარათები ხელმისაწვდომია სტანდარტულ და გოლდ კატეგორიებში და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ გადახდები საქართველოში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც Mastercard მიიღება. ბარათის მფლობელები ასევე შეძლებენ ონლაინ გადახდებსა და უკონტაქტო ტრანზაქციებს, თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.

Mastercard-ისთვის „კრისტალთან“ პარტნიორობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფინანსური ჩართულობის გაღრმავებისა და რეგიონებში თანამედროვე გადახდების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. Mastercard საქართველოში აქტიურად თანამშრომლობს როგორც კომერციულ ბანკებთან, ისე მიკროსაფინანსო სექტორთან, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს უსაფრთხო, სწრაფი და ინოვაციური გადახდის საშუალებები.

„საქართველოს ფინანსური სექტორი განვითარების ახალ ეტაპზეა - ფოკუსი გადადის არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, არამედ მომხმარებელზე მორგებულ, მდგრად ფინანსურ პროდუქტებზე.

მიკრობანკ “კრისტალის” მიერ Mastercard-ის ბარათების დანერგვა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვე საგადახდო ინფრასტრუქტურაზე წვდომა ფართოვდება და ხელმისაწვდომი ხდება კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის. მომხმარებლები იღებენ უნივერსალურ, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტების გადახდის ინსტრუმენტს, რომელიც ეფექტურად მუშაობს როგორც ყოველდღიურ ხარჯებში, ისე ონლაინ და უცხოურ ტრანზაქციებში.

ჩვენთვის ეს პარტნიორობა ნიშნავს ფინანსური ჩართულობის გაღრმავებას, უნაღდო ანგარიშსწორების ზრდის მხარდაჭერას და საქართველოში გადახდების ეკოსისტემის სისტემურ განვითარებას. აღნიშნული ნაბიჯი სრულად შეესაბამება Mastercard-ის გლობალურ სტრატეგიას - გავაძლიეროთ ციფრული ეკონომიკა და შევქმნათ უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი ფინანსური გარემო“, - აცხადებს Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა