სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 60 000 000 ლარის ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდა
28 ნოემბრის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N60 აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 4.1 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 10 წლიანი) მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები (GETC28118049) გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 168 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.400%, მაქსიმალური 8.510%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.426%.
სხვა სიახლეები
თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1 % -ით არის გაზრდილი - სტატისტიკა
16.03.2026.16:13
2026 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.32 მლნ აშშ დოლარი ( 792.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.1 % -ით (43.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.3% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა.
|
|
ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) |
წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში |
ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი |
|
სულ |
295.32 |
100.00% |
17.06% |
|
ევროკავშირის ქვეყნები |
132.51 |
44.87% |
19.75% |
|
დანარჩენი ქვეყნები |
162.81 |
55.13% |
14.96% |
|
აშშ |
54.34 |
18.40% |
14.79% |
|
იტალია |
52.85 |
17.89% |
19.07% |
|
რუსეთის ფედერაცია |
36.02 |
12.20% |
18.78% |
|
ისრაელი |
25.36 |
8.59% |
16.71% |
|
გერმანია |
24.39 |
8.26% |
21.54% |
|
საბერძნეთი |
23.73 |
8.03% |
21.77% |
|
თურქეთი |
10.85 |
3.67% |
32.05% |
|
ესპანეთი |
7.77 |
2.63% |
37.65% |
|
საფრანგეთი |
5.89 |
2.00% |
24.86% |
|
ყაზახეთი |
5.86 |
1.98% |
-5.41% |
|
ირლანდია |
5.08 |
1.72% |
-3.77% |
|
გაერთიანებული სამეფო |
4.85 |
1.64% |
33.34% |
|
ყირგიზეთი |
4.85 |
1.64% |
-22.14% |
|
აზერბაიჯანი |
3.16 |
1.07% |
-2.28% |
|
პოლონეთი |
2.68 |
0.91% |
10.95% |
|
არაბთა გაერთიანებული საამიროები |
1.91 |
0.65% |
5.52% |
|
კანადა |
1.90 |
0.64% |
-0.14% |
|
საუდის არაბეთი |
1.80 |
0.61% |
26.86% |
|
კვიპროსი |
1.75 |
0.59% |
10.03% |
|
ნიდერლანდები |
1.70 |
0.58% |
34.80% |
|
იორდანია |
1.57 |
0.53% |
-21.19% |
|
ბელგია |
1.53 |
0.52% |
41.07% |
|
სომხეთი |
1.35 |
0.46% |
48.65% |
|
ლიბანი |
1.15 |
0.39% |
67.77% |
|
ავსტრია |
1.02 |
0.35% |
17.80% |
|
ჩინეთი |
1.01 |
0.34% |
1234.42% |
2026 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.0 მლნ აშშ დოლარი (88.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის თებერვლის (28.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.8% მეტია.