მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

საქართველოში პირველად, Vian Healthcare Summit-ი გაიმართება - ღონისძიების გენერალური სპონსორია SOLO

news image

SOLO ყოველდღიური ცხოვრების წესის გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO ვიანის ბრენდის მიერ საქართველოში ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხელშეწყობისთვის გამართული „ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტის“ გენერალური სპონსორია.  

ღონისძიება 14-15 ოქტომბერს, სასტუმრო სტამბაში გაიმართება. სამიტი როგორც კლინიკური მედიცინის, ასევე ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და კეთილდღეობის მიმართულებებს გააერთიანებს. შეხვედრის ფარგლებში 10 ვორქშოპი გაიმართება და მსმენელის წინაშე 67 სპიკერი წარდგება. კონფერენციაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე tkt.ge

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, პირველად საქართველოს აუდიტორიისთვის ონლაინ ლექციებს ჩაატარებენ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები: ნეირომეცნიერი - რობერტ საპოლსკი; ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერი - მერი ჰელენ იმორდინო იანგი; Google X-ის ყოფილი CEO - მო გაუდატი; სამიტს ეწვევა ბუნებრივი ცხოვრების წესის ქოუჩი - ტონი რიდლი. ამასთან, უცხოელ სპიკერებთან ერთად სამიტზე ისაუბრებენ დარგის ადგილობრივი სპეციალისტებიც.

აღსანიშნავია, რომ კლინიკური მედიცინის მიმართულებით კონფერენცია დახურულ ფორმატში, მხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის ჩატარდება ონკოლოგიის, ედიატრიის, ინფექციის მართვის, ნეიროქირურგიის და რეანიმატოლოგიის მიმართულებით. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს, ისრაელის, იაპონიის, შვეიცარიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბელგიის, რუმინეთის, სერბეთისა და ლიეტუვას წამყვანი ექსპერტები უახლესი სამედიცინო მიღწევებისა და ინოვაციების შესახებ ისაუბრებენ და დარგის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

SOLO აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშეწყობისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. ვიანის ბრენდთან ერთად საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების ჩამოყვანა კი ვფიქრობთ იქცევა მოტივაციად ქართული აუდიტორიისთვის, რომ უფრო დიდი ყურადღება დაუთმონ როგორც საკუთარ ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობას. სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკური მედიცინის პროფესიონალებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება კი არის შესაძლებლობა ადგილობრივი ექსპერტებისთვის, გაეცნონ ახალ, ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც დაეხმარება მათ საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.

სამიტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

18.08.2025.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1507 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6968 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6968 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი  3.1507 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი  3.1553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა