მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.5
-0.0072
flag
AZN 1.5991
-0.0005
flag
CNY 37.979
0.0029
flag
EUR 3.209
0.0061
flag
GBP 3.7162
-0.0122
flag
KZT 52.4
-0.0003
flag
TRY 0.0682
-0.0001
flag
USD 2.7195
-0.0008

საქართველოში 1 ადამიანი საშუალოდ 2 საგადახდო ბარათს ფლობს

news image

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გამოშვებული ბარათების რაოდენობამ 2 ბარათი  შეადგინა. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულმა საგადახდო ბარათების რაოდენობამ შეადგინა 9 მილიონი.

2024 წლის  II კვარტალში I კვარტალთან შედარებით, გამოშვებული ბარათების რაოდენობა გაიზარდა 166 ათასით (2%-ით). 

2024 წლის მეორე კვარტალში, ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 269 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 20.6 მილიარდი ლარი. აქედან ოპერაციების 94% რაოდენობრივად და 90% თანხობრივად შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო შესაბამისად 6% და 10% - ქვეყნის გარეთ.

სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობის წილმა სულ შესრულებულ ოპერაციებში შეადგინა 90%, ხოლო თანხის წილმა 44%.

2024 წლის მეორე კვარტალში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით სავაჭრო მომსახურების ობიექტებში სულ განხორციელდა 226 მილიონი ოპერაცია 7.2 მილიარდი ლარის ოდენობით. გადახდის ოპერაციების რაოდენობის 80% და თანხის 60% შესრულდა გადახდის პოსტერმინალებით, რაოდენობის 19% და თანხის 40% შესრულდა ვირტუალური ტერმინალებით. წინა (2024 წლის პირველ) კვარტალთან შედარებით გადახდის ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 15%-ით, ხოლო თანხა 12%-ით.

2024 წლის მეორე კვარტალში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით, სულ განხორციელდა 52.9 მილიონი ელექტრონული კომერციის ოპერაცია თანხობრივად 4.1 მილიარდი ლარი. წინა (2024 წლის პირველ) კვარტალთან შედარებით ოპერაციების რაოდენობა შემცირდა 5%-ით, ხოლო თანხა გაიზარდა 11%-ით

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით ბანკომატებში და ბანკის სერვისცენტრებში განთავსებულ პოსტერმინალებში სულ განხორციელდა 27 მილიონი ოპერაცია თანხობრივად 11.2 მილიარდი ლარი. წინა (2024 წლის პირველ) კვარტალთან შედარებით ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 12%-ით, ხოლო თანხა 15%-ით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

04.07.2025.12:25

ბიზნესების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა, რაც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს. 

ახალი ფუნქციონალები ბიზნეს ინტერნეტბანკში რამდენიმე მიმართულებით დაინერგა: 

  • სიახლეების კატეგორია - ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლისას, სიახლეების კატეგორიაში დაწკაპუნებით, შესაძლებელია ციფრული ბანკის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება. 
  • ამონაწერი რამდენიმე ანგარიშიდან -ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ექსელის ფაილით, 5 ანგარიშიდან ამონაწერი ერთდროულად, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით ჩამოტვირთონ. 
  • ნაშთების ისტორიის შემოწმების ფუნქციონალი - ახლა უკვე ერთ სივრცეში შესაძლებელია ნებისმიერ თარიღში, ანგარიშის ნახვა ნებისმიერ ვალუტაში. ასევე, ნაშთების გაფილტვრა ანგარიშის და დასახელებების მიხედვით. 
  • სახელფასო პროექტში ჩართვა - ბიზნეს ინტერნეტბანკიდან უკვე შესაძლებელია თანამშრომლების სახელფასო პროექტში ჩართვა და მათთვის სახელფასო ბარათების დამზადება. ამისათვის, შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და მონაცემების შევსება საკმარისია, რის შემდეგაც მომხმარებელს თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება. 

თიბისიში, ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, სიახლეები მუდმივად ინერგება. უახლოეს მომავალში, ბიზნეს ინტერნეტბანკს კიდევ არაერთი განახლებულ ფუნქციონალი  დაემატება. 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა