საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მზარდ რისკებს წარმატებით უპასუხა - S&P Global Ratings
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის ქვეყნის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში შეჯამებულია ცალკეული ქვეყნების საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები.
ანგარიშის მიხედვით, რისკების საერთო შეფასებით საქართველოს შედეგები გაუმჯობესდა და ქვეყანამ მე-8 დან მე-7 ჯგუფში გადაინაცვლა, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაა სხვა ქვეყნებთან შედარებით. საბანკო სისტემა შეფასებულია როგორც სტაბილური, კლებადი დოლარიზაციით. S&P-ის ანალიტიკოსები მოელიან, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები ხელსაყრელია, ხოლო აქტივების ხარისხი სტაბილურ დონეზე შენარჩუნდება.
გავლენიანი სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ბანკები საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უფრო ნაკლები რისკების წინაშე დგანან. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, დოლარიზაცია სესხებში 44%-მდე, დეპოზიტებში კი 51%-მდე შემცირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ყველაზე მაღალია რეგიონში. ანგარიშში საუბარია საბანკო რეგულაციებზე, რომელმაც სააგენტოს შეფასებით, ხელი შეუწყო ბანკების მდგრადობას სტრესის მიმართ. გასულ წლებში, ცვალებადი მაკროეკონომიკური გარემოდან მომდინარე მზარდ რისკებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით უპასუხა. სებ-მა, სავალუტო საკრედიტო რისკებისთვის, სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, ბანკებს განუსაზღვრა კაპიტალის ბუფერები. შინამეურნეობების ვალის ტვირთი ზომიერია. ბოლო წლებში სწრაფი ზრდის მიუხედავად, სესხის მომსახურების კოეფიციენტები საქართველოში შესადარ ქვეყნებთან მიმართებით უკეთესია. ეს ასახავს პორტფელში იპოთეკური სესხების საშუალოზე მაღალ წილს და სებ-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტების წახალისებას.
სააგენტოს შეფასებით, უმოქმედო სესხების წილი 4.0-4.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და აქტივების ხარისხის სტაბილურობა მომგებიანობის ნორმალიზებას დაეხმარება. საკრედიტო რისკების მხრივ მთავარ მოწყვლადობად უცხოური ვალუტის დაკრედიტება რჩება. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ მოწყვლადობას, ბანკების დაუცველობა შემცირებულია, თუმცა რუსეთის მოქალაქეების მიგრაციისა და ანაბრების შემოდინების მატერიალურმა შებრუნებამ შესაძლოა ეკონომიკისა და საბანკო სისტემაზე ნეგატიური გავლენა გამოიწვიოს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
07.05.2025.17:56
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1219 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7467 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7467 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1219 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1105 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0114 ლარი შეადგინა.