მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.5
-0.0072
flag
AZN 1.5991
-0.0005
flag
CNY 37.979
0.0029
flag
EUR 3.209
0.0061
flag
GBP 3.7162
-0.0122
flag
KZT 52.4
-0.0003
flag
TRY 0.0682
-0.0001
flag
USD 2.7195
-0.0008

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კლიმატის სტრეს-ტესტის ჩარჩო შეიმუშავა

news image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კლიმატის პირველი სტრეს-ტესტი ჩაატარა, რომლის მიზანს საქართველოს ფინანსურ სექტორისთვის კლიმატთან დაკავშირებული რისკების პოტენციური ზეგავლენის შეფასება წარმოადგენდა. შეფასდა როგორც მწვავე ფიზიკური რისკები, როგორიცაა ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები, ასევე გარდამავლობის რისკები, რომლებიც დაბალი-ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლას უკავშირდება. სტრეს-ტესტის მიზანს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების მიმართ საბანკო სექტორის მდგრადობის შეფასება წარმოადგენდა.
კლიმატის სტრეს-ტესტის ჩარჩო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პროგრამის Greening Financial Systems Technical Assistance Programme-ის მხარდაჭერით და EconLab-ის ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავდა. პროექტი, რომელიც ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, დასრულდა ტექნიკური მისიითა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის ჩატარებული სემინარით, სადაც სტრეს-ტესტის ჩარჩო და პირველადი შედეგები იყო წარმოდგენილი.

კლიმატის სტრეს-ტესტის ჩარჩო მრავალ ანალიტიკურ მოდულს მოიცავს, რომელიც კლიმატური საფრთხეების ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედების სიმულაციისთვის გამოიყენება. იგი ფოკუსირებულია ფინანსური მდგრადობის ძირითადი მაჩვენებლების, მათ შორის, უმოქმედო სესხებისა (NPL) და კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტებზე, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს სექტორის მდგრადობა სხვადასხვა კლიმატური სტრეს-სცენარის პირობებში.

შედეგები აჩვენებს, რომ ფინანსური სექტორი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებაში შესაძლოა გარკვეულ მოწყვლადობას ავლენდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა უმოქმედო სესხების წილზე აქვს უხვ ნალექებს აქვს. ამასთან, გარდამავლობისა და ქრონიკული ფიზიკური რისკების სცენარის შემთხვევაში, კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტები სამწლიანი პერიოდის განმავლობაში საბაზისო სცენარის მაჩვენებლებზე ქვემოთ ნარჩუნდება, რაც ხაზს უსვამს გრძელვადიანი კლიმატური რისკების ფინანსურ ზეწოლას კაპიტალის ბუფერებზე. ამ გამოწვევების მიუხედავად, საბანკო სექტორი რჩება მაღალ კაპიტალიზაციას და მდგრადობას ინარჩუნებს, რაც ამ რისკების მართვისთვის სექტორის მზაობას აჩვენებს.

შედეგები ხაზს უსვამს კლიმატური რისკების მუდმივი მონიტორინგის და პროაქტიული პოლიტიკის საჭიროებას, რათა საქართველოს ფინანსური სექტორი იყოს მზად მომავალში კლიმატურ შოკებთან გასამკლავებლად. მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს გაძლიერებით, ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს გააძლიეროს ფინანსური სექტორის უნარი, მხარი დაუჭიროს საქართველოს მდგრად განვითარებას და გაუმკლავდეს დაბალი-ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლის სირთულეებს

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image იმოგზაურე დათო ტურაშვილთან ერთად წიგნების სამყაროში- განათლების გზაზე არ გაჩერდე

04.07.2025.13:30

საქართველოს ბანკი როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ორგანიზაცია, რეგიონებში საინტერსო შეხვედრების ორგანიზებას აგრძელებს.

ამჯერად 11 ივლისს, გორში, სასტუმრო  Gori Inn- ში, 19 საათზე, მწერალი დავით ტურაშვილი წიგნების მოყვარულთათვის შეხვედრას გამართავს და მისულ სტუმრებს განათლებაზე, ლიტერატურასა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრება.

შეხვედრაზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://go.bog.ge/3Ib59nS

შეხვედრის ბოლოს ვიქტორინა მოეწყობა და გამარჯვებულებს საჩუქრად დათო ტურაშვილის ხელმოწერილი წიგნები გადაეცემათ

განათლების გზაზე არ გაჩერდე! 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა