საქართველოს ეროვნული ბანკმა სარეკორდოდ მოკლე დროში შეძლო 86 მილიონ დოლარამდე რეზერვის შეძენა - გიორგი აბაშიშვილი
სებ-ი, სრულად მართავს პროცესებს და შეუძლია იმოქმედოს საჭირო დროს, საჭირო ინსტრუმენტებით, - აცხადებს Business Insider Georgia-ს და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი, რომელიც სებ-ის მიერ რეკორდულად მოკლე დროში 86 მილიონ დოლარამდე რეზერვის შეძენას გამოეხმაურა.
აბაშიშვილის თქმით, ნათლად გამოჩნდა, რომ სებ-ზე და ეროვნულ ვალუტაზე იყო სპეკულაციური, აჟიოტაჟური ზეწოლა და ეროვნული ვალუტა არც ერთ შემთხვევაში ხელოვნურად არ იმართება.
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეკორდულად მოკლე დროში 86 მლნ დოლარამდე რეზერვის შეძენა. ამ ფაქტით სებ-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სხვა თანაბარ პირობებში, როცა სებ-ზე და ზოგადად ეკონომიკაზე არ არის აჟიოტაჟური ზეწოლა, როდესაც კურსზე არ არის პანიკური, სპეკულაციური შეტევა სებ-ი მოქმედებს ზუსტად. მან ზუსტად იცის საკუთარი გადაწყვეტილებები, ზუსტად მართავს პროცესებს. სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით, რომ სებ-მა გასული წლის განმავლობაშიც არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის დრო რეზერვების შეძენის და არის დრო რეზერვების ხარჯვის.
სებ-ის პოლიტიკის სწორი მოქმედების შედეგად ჩვენ გაქვს სტაბილური ლარის კურსი. სწორედ საჭირო დროს ხდებოდა რეზერვების მიწოდება. დღეს ვხედავთ სარეკორდოდ მოკლე დროში რეზერვების დაგროვებას. თუ ამ ტემპით გააგრძელა სებ-მა რეზერვების დაგროვება, ბუნებრივია უმოკლეს ვადაში იქნება აღმოფხვრილი ის წმინდა გაყიდვები, რომელიც აქამდე ფიქსირდებოდა.
მოგეხსენებათ წმინდა გაყიდვების მაჩვენებელიც, მნიშვნელოვან წილად შემცირებულია და პროცესი გრძელდება. კიდევ ერთხელ იმასთან დაკავშირებით საუბარი, რომ კურსი ხელოვნურად იმართებოდა არის უბრალოდ სპეკულაცია, სამწუხაროდ მიზანმიმართული ზეწოლა ეკონომიკაზე, სამწუხაროდ მიზანმიმართული ზეწოლა სებ-ზე, მიზანმიმართული ზეწოლა ლარის კურსზე. ეს ზეწოლა აზარალებს საქართველოს მოქალაქეებს და ბუნებრივია აზარალებს ბიზნესსაც. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ბევრმა ამ სპეკულაციური ყიდვა-გაყიდვით დაკარგა გარკვეული თანხა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა, ყველა ორგანიზაციამ თუ ვინც იქნება ის ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ განცხადებებზე. ვინაიდან მათი განცხადებები ხშირად აზიანებს მოქალაქეებს. ლარმა და სებ-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არა თუ ხელოვნურ მართვასთან არამედ სწორ პროცესებთან გვაქვს საქმე. და დიახ ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა ვინც აქამდე ახდენდა სპეკულაციურ ზეწოლას ლარზე და ბუნებრივია ველით მათგან ბოდიშს და იმისთვის, რომ მომავალში არ მოხდეს სპეკულაციური, ხელოვნური ზეწოლა ლარზე. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნათლად, რომ არანაირი ფუნდამენტური ფაქტორები ლარის კურსთან დაკავშირებით ამ პერიოდის განმავლობაში არ ზემოქმედებდა და ეს იყო მხოლოდ აჟიოტაჟური ნაწილი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვითარება პოლიტიკურად დასტაბილურებულია, გვყავს ახალი პარლამენტი, მალე გვეყოლება განახლებული მთავრობა და ცხადია ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კუთხით ფუნდამენტური ფაქტორები მხოლოდ პოზიტიურად ზემოქმედებს ლარზე. არანაირი რისკი ამ თვალსაზრისით არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბაზრის მონაწილეები, თითოეული ჩვენგანი გავიზარდეთ და არ ავყვებით მომავალში იმ სპეკულაციურ ზეწოლებს, რომელიც აქამდე იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ განცხადებებზე, რომლებიც ხელოვნურად ზიანს აყენებდნენ ეროვნულ ვალუტას, სებ-ს და ჯამში საქართველოს ეკონომიკას“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
სხვა სიახლეები
ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
07.11.2025.13:57
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვისორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.