მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 12 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.


წლიური ინფლაცია კვლავ მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელზე დაბალია. 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, ფასების საერთო დონე წლიურად 2.4 პროცენტით გაიზარდა, საბაზო ინფლაცია კი 2.0 პროცენტს გაუტოლდა. ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია, რომლის ცვლილება შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ნარჩუნდება და თებერვალში 3 პროცენტს შეადგენს. წინა თვეებთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე რისკების რეალიზებამ განაპირობა. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულის მზარდი ფასები ადგილობრივ ბაზარს გარკვეულწილად გადმოეცა და წინა თვესთან შედარებით ინფლაცია მცირედით გაზარდა. მეორე მხრივ, ინფლაციის ზომიერი ზრდა ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.


აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მიმდინარე ტენდენციები ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზის ცენტრალური სცენარის დაშვებებთან მეტწილად თანხვედრაშია. საერთაშორისო ბაზრებიდან გაზრდილი წნეხის ფონზე, ინფლაცია ეტაპობრივად მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და 2025 წლის პირველ ნახევარში მასთან ახლოს იქნება. მას შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გავლენითაც, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება. თუმცა, მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, იანვრის ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა. ამ ეტაპზე, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სებ-ის შეფასებით, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. ერთობლივ მოთხოვნას საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რაც დიდწილად ბიზნეს სესხების გააქტიურებას უკავშირდება და ეკონომიკის პოტენციური ზრდის ხელშემწყობია. 


გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ერთი მხრივ, განიხილა მაღალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. ბოლო დროს გლობალურად მომატებულია გაურკვევლობა, რაც დიდწილად, საერთაშორისო ბაზრებზე სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება. აღნიშნული პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური ფრაგმენტაციის ნიშნებს გამოკვეთს, რაც თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვების გაუარესებისა და გლობალურად მაღალინფლაციური გარემოს ჩამოყალიბების რისკებს აძლიერებს. შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან საყურადღებო რჩება მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკები.


მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. გლობალურად მიმდინარე გაურკვევლობისა და სატარიფო პოლიტიკის შედეგად დოლარის ინდექსი გლობალურად სუსტდება. ამ ტენდენციების ფონზე, გამყარებული გაცვლითი კურსი, იმპორტირებული პროდუქტების ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.


მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის არჩევა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.


ნებისმიერ შემთხვევაში, სებ-ი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 7 მაისს ჩატარდება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა

07.05.2025.17:56

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1219  ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7467 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7467 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1219 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი  3.1105 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ  0.0114  ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა