მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7192.5
-0.0086
flag
AZN 1.598
-0.0034
flag
CNY 39.42
0.003
flag
EUR 3.1483
0.0209
flag
GBP 3.6408
0.0313
flag
KZT 56.35
-0.0011
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.7166
-0.0057

საქართველოს ეროვნული ბანკი ESG საკითხების სახელმძღვანელოს აქვეყნებს

news image

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით მორიგ ნაბიჯს დგამს და ESG საკითხების სახელმძღვანელოს აქვეყნებს. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) რისკების, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან  დაკავშირებული რისკების, შეფასება და მართვა ფინანსური სისტემის სტაბილურობისა და მდგრადობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შესაბამისად, ESG რისკების მართვა ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.  საერთაშორისო ექსპერტებთან და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით შემუშავებული ეს სახელმძღვანელო მიზნად ისახავს ფინანსურ ინსტიტუტებს ESG საკითხების თავიანთ საქმიანობაში უკეთ ინტეგრირებასა და ESG რისკების მართვის გაუმჯობესებაში დაეხმაროს და ამ პრაქტიკების საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისობა უზრუნველყოს.

შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსშიც. ESG საკითხების სათანადო მართვა მდგრადი დაფინანსების წარმატებით და ეფექტიანად განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით, 2018 წელს კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში ESG საკითხებისა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინება მოხდა. ESG საკითხების სახელმძღვანელოს მიზანია კომერციულ ბანკებს ამ მოთხოვნების შესრულებაში დაეხმაროს. შესაბამისად, მიმდინარე ცვლილებით ESG საკითხებთან დაკავშირებული მუხლები დაზუსტდა და სახელმძღვანელო პრინციპებად ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ESG საკითხების სახელმძღვანელო განისაზღვრა. წარმოდგენილი ცვლილებები კომერციული ბანკების საქმიანობაში ESG საკითხების სათანადო ინტეგრირებას, ESG რისკების ეფექტიან მართვისა და ESG საკითხების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ სახელმძღვანელოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების არსებული ESG რისკების მართვის ჩარჩოს შეფასებისა და ამ მიმართულებით ბანკების პროგრესის მონიტორინგისთვისაც გამოიყენებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ADB ადგენს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზემოქმედების შესარბილებლად

24.03.2026.18:54

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს განაცხადა ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი წევრი ქვეყნების დახმარებას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედების შესარბილებლად.

„ADB სწრაფ, მოქნილ და მასშტაბირებად დახმარებას გაუწევს ქვეყნებს, რათა მათ შეძლონ არსებული გამოწვევების მართვა და გრძელვადიანი მდგრადობის გაძლიერება — მათ შორის, სწრაფი ბიუჯეტური მხარდაჭერითა და ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების დაფინანსებით, რომელიც პირველადი მოხმარების საქონელზე, მათ შორის ნავთობზე, ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს," — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ. „ამით ვაგრძელებთ იმ ხანგრძლივ პრაქტიკას, რომლითაც გლობალური გაურკვევლობის პერიოდებში მხარს ვუჭერდით აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონს."

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა