საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია საქმიანობას 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან იწყებს
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია, რომელიც საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმია, საქმიანობას 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან იწყებს.
კომისია უსასყიდლოდ განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მიერ კომერციული ბანკების (მათ შორის, ციფრული ბანკების), მიკრობანკების, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარს.
საჩივარი შეიძლება ეხებოდეს საგადახდო ბარათის, ინტერნეტ/მობაილ-ბანკის საშუალებით ან/და სხვა გზით განხორციელებულ არაავტორიზებულ (მომხმარებლის თანხმობის გარეშე განხორციელებულ), აგრეთვე არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციებს, მათი შესრულების ვადის დარღვევას, გადახდის ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებულ სხვა მსგავს შემთხვევას.
გარდა დავის რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტისა, მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, კომისია დავას ასრულებს მორიგებითაც. კომისიის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.
კომისია დავას განიხილავს არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეში. საქმის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა, ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.
დავების განმხილველი კომისიის, როგორც გადახდების სფეროში დავის განხილვის ალტერნატიული მექანიზმის შექმნა უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
06.02.2026.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1688 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6870 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6870 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი 3.1688 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1689 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.