მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

საქართველოს ბანკმა Seamless Europe 2023 - ზე მიიღო მონაწილეობა

news image

საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის ღონისძიებას, Seamless Europe 2023 - ს შეუერთდა.

მსოფლიოს მასშტაბით მიწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ საქართველოს ბანკის წარმომადგენელები :

  • მაიკო გორგილაძე - ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელმაც ორ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა : სისტემის მოდერნიზაცია, აპლიკაციების ინტეგრაცია,  AI - სა და ML -ის როლი  ფინანსურ სერვისებში, ასევე ინოვაციური ციფრული სერვისების გამოყენებასა და ტრადიციული ბანკინგის გამოწვევებზე.
  • ავთანდილ გუჯაბიძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე  “ფინანსური პირობების გათანაბრება ღია ბანკინგის მეშვეობით : კრეატიულობა,მეტი საბანკო გადაწყვეტების შექმნა და კონკურენციის ხელშეწყობა ბაზარზე“
  • ხოლო, ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა - გიორგი კინწურაშვილმა პრეზენტაცია ჩაატარა თემაზე  : „როგორ შეუძლიათ ბანკებს მონაცემებისა და ციფრული საბანკო ეკოსისტემის გამოყენება სავაჭრო და საცალო მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად“

Seamless Europe 2023 ბერლინში გაიმართა და მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 5,000 -ზე მეტი მოწვეული სტუმარი, 350 სპიკერი და 200 გამოფენის მონაწილე გააერთიანა. მათ შორის, ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა :   DEUTSCHE BANK , J.P. MORGAN,  EBAY , COCA-COLA, ADIDAS, FARFETCH, PORSCHE, UBER და სხვა.

„მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში და ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო ის ციფრული ინოვაციები და ტექნოლოგიები, რომელიც საქართველოს ბანკში წარმატებით დავნერგეთ და უახლოეს მომავალში დავნერგავთ. ღონისძიებაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა : ციფრული ინოვაციები, მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილება, ფინანსური სისტემების მომავალი - AI - ისა და ML -ის  როლი  ფინანსურ სერვისებში და სხვა., ასევე საშუალება გვქონდა პრეზენტაციის სახით წარგვედგინა ბანკის ახალი პლატფორმა - ბიზნეს მენეჯერი და გვესაუბრა, თუ როგორ შეუძლიათ ბანკებს გადახდების მონაცემებისა და ციფრული საბანკო ეკოსისტემების გამოყენება, სავაჭრო და საცალო მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად“ - განაცხადეს საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.7263 ლარი გახდა

02.10.2025.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2034 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7263 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,  2.7258 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2034 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1968 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა