მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

საქართველოს ბანკისა და GITA - ს ერთობლივი პროექტის „Code IT” - ის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

news image

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად,  პროექტის - „Code IT“ - ის პირველი მოდული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით დასრულდა.  პროექტის   ფარგლებში საქართველოში არსებულ ყველა ტექნოპარკში (ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, კასპი, თელავი, გურჯაანი, ახმეტა, თბილისი) სატრენინგო სერია კოდინგის სფეროში Web და Software Development-ის მიმართულებით ჩატარდა.  

Code IT – ის მიზანია, მოსწავლეები დააინტერესოს Web Design-ით  და Web Development-ით, დაეხმაროს იმ ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რომელიც მათ სამომავლოდ ტექნოლოგიური პროფესიებისთვის მოამზადებს.

Code IT - ის პირველმა მოდულმა სტარტი 4 ივლისს აიღო და 24 აგვისტოს დასრულდა.  პროექტის ფარგლებში 16 სალექციო შეხვედრა ჩატარდა, სადაც მონაწილეობა საქართველოს 8 რეგიონიდან, 360 -ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მეორე მოდული კი 8 სექტემბერს დაიწყება, სადაც მოსწავლეები პროგრამირების ენას - Javascript – ს შეისწავლიან და ფინალურ პროექტზე იმუშავებენ.

პროექტის მიზანია,  მონაწილეებმა კვალიფიციური ლექტორებისგან მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში. პროგრამირების სასწავლო კურსში ყოველწლიურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან  350-მდე მოსწავლე ჩაერთვება.  თითოეულ კურსზე  მონაწილეთა რაოდენობა 120-მდე იქნება.

ინფორმაციისთვის, სატრენინგო მოდული Web პროგრამირების სამ მიმართულებას აერთიანებს. ესენია: HTML & Css; JavaScript & Responsive Page; React. ლექციები ტარდება ონლაინ, მოსწავლეები კი შეხვედრებს ტექნოპარკებიდან ესწრებიან. ყოველი სატრენინგო სესიის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ დავალებებს, რომელსაც ჯგუფურად, .. Peer-to-Peer სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით შეასრულებენ. პროგრამის მონაწილეები ერთმანეთის დახმარებით, პრაქტიკული სავარჯიშოებით,   თეორიულად მიღებულ ცოდნას გაიღრმავებენ. კურსის დასასრულს კი მოსწავლეები საბოლოო პროექტებს წარადგენენ, სადაც  მათ მიერ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შეფასდება. შემაჯამებელი პროექტები ბაზარზე არსებულ კომპანიებს გაეგზავნებათ  და ინტერესის შემთხვევაში პროგრამის მონაწილეები დასაქმებასაც შეძლებენ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ნოემბერში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და $5.8 მილიარდს გადააჭარბა

05.12.2025.17:20

2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 213.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 5.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, სექტემბერში 100.0 მლნ-ის, ოქტომბერში 167.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში წმინდა შესყიდვებმა 1,763.3 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ნოემბრის სტატისტიკა კი 25 დეკემბერს გამოქვეყნდება.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - ნოემბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.5%-ს (961.8 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 461.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 იანვარს გამოაქვეყნებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა