საქართველოს ბანკის მობილბანკით ინვესტირება კვლავ ყოველგვარი საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი
საერთაშორისო ბირჟაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის საქართველოს ბანკის ინვესტიციების მოდულში აქცია წლის ბოლომდე გრძელდება.
მომხმარებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის მობილბანკის საინვესტიციო მოდულით, 6000-მდე კომპანიის აქციები ტრანზაქციის საკომისიოს გარეშე შეიძინოს. ამ ეტაპზე ასევე გაუქმებულია ყოველთვიური საკომისიო გადასახადიც.
შეთავაზებით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია - მათაც, ვინც საინვესტიციო მოდულს უკვე აქტიურად იყენებს და მათაც, ვინც მობილბანკით ინვესტირება ახლა დაიწყო.
„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, მომხმარებელს შევთავაზოთ მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური საბანკო პროდუქტი. ამისთვის არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. ერთ-ერთი კი მობილბანკისთვის შექმნილი ინვესტიციების მოდულია. მისი მეშვეობით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ივაჭროს უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე, შეიძინოს სხვადასხვა ფასიანი ქაღალდები, განახორციელოს კიდევ უფრო მეტი ტრანზაქცია და გახდეს საერთაშორისო კომპანიის აქციების მფლობელი. დღეს საქართველოს ბანკის ინვესტიციების მოდულს 27 000-მდე ადამიანი იყენებს და ვიმედოვნებთ, მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.
ინფორმაციისთვის, კამპანიის პირობა არ ვრცელდება Penny Stock-ით ვაჭრობისას, გარდა SOLO/WM კლიენტებისა, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ ანგარიშთა პაკეტი. მათთვის საინვესტიციო მოდულით სარგებლობისას დაწესებული 3 უფასო ოპერაციის პირობა Penny Stock-ით ვაჭრობის შემთხვევაში კვლავ იმოქმედებს.
ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
11.05.2026.15:57
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.