საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება
საქართველოში უკვე მეორედ, 29 ნოემბერს, ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - Ecommerce Day 2024 გაიმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობა, ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება, გამოცდილების გაზიარება და სტრატეგიული პატრნიორობის შექმნაა.
ღონისძიებაზე ისეთი კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, როგორიცაა: Amazon Web Services, eBay, Flitt და ბევრი სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი. ქართველი და უცხოელი სპიკერები კი აქცენტს გააკეთებენ რეგიონალური სიახლეების, ინოვაციების, საქართველოში ელექტრონული კომერციისა და სხვა საინტერესო თემებზე.
“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია. საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებისა და ამ მიმართულებით მომუშავე ბიზნესების გაძლიერების მიზნით კი ბანკი არაერთი აქტივობის მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ, წელს უკვე მეორედ, ბანკი ელექტრონული კომერციის დღის პარტნიორია. ღონისძიების მიზანია, ერთის მხრივ, დამსწრე აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული სფეროს სიახლეების, ტრენდებისა და ინოვაციების შესახებ, მეორეს მხრივ კი ბიზნესებს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესაძლებლობა მისცეს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
Ecommerce Day 2024 – ის ღონისძიების ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
სხვა სიახლეები
1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.7241 ლარი გახდა
24.10.2025.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1638 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7241 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7241 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7200 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1638 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1522ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.