საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს ფავორიტი / კოლორპაკი სპეციალურ პირობებს სთავაზობს
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტი თანამშრომლობს სტამბასთან -ფავორტი/კოლორპაკი, რომელსაც ახალი დამკვეთებისთვის სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებაზე 30%-მდე ფასდაკლება და საჩუქარი აქვს - სტამბა საქართველოს ბანკის პარტნიორ კომპანიებს დიზაინ სტუდიის მომსახურებას უფასოდ სთავაზობს.
ფავორიტი/კოლორპაკი რეგიონში ყველაზე დიდი პოლიგრაფიული საწარმოა, რომელიც 30 წელზე მეტია ქართული ბაზრის ლიდერია.
სტამბაში სრული პოლიგრაფიული მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.
შეთავაზებით სარგებლობისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ან ვებგვერდს.
აღსანიშნავია, რომ ეს ბიზნეს შეთავაზება საქართველოს ბანკის ახალი პლატფორმის ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
07.05.2025.17:56
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1219 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7467 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7467 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1219 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1105 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0114 ლარი შეადგინა.