საქართველოს ბანკი, Startup Grind-თან ერთად ქალი მეწარმეებისთვის ღონისძიებებს გამართავს
საქართველოს ბანკი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას წელსაც აქტიურად უჭერს მხარს. ამჯერად, ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით, ბანკი, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძღვნის.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 13, 20 და 27 მარტს ქალი მეწარმეებისთვის Startup Grind-ის ინტერაქციული ვორქშოფები ჩატარდება.
13 მარტს, ტერმინალში Quickshipper-ის დამფუძნებელი მარიამ ახვლედიანი ისაუბრებს ქართული სტარტაპის, Elvis-ის Quickshipper-ად ტრანსფორმაციაზე და ამ გზაზე მიღებული გადაწყვეტილებებსა თუ მთავარ გამოწვევებზე. ის ასევე გააზიარებს საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ უნდა მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, როგორ შევარჩიოთ იდეა და მოვემზადოთ ბიზნესის ფორმირებისთვის, როგორ იღებენ დამფუძნებლები რთულ გადაწყვეტილებებს, როდის ღირს ბრძოლის გაგრძელება და როდის - კურსის შეცვლა.
20 მარტს კი პროექტ მენეჯერი, განათლების, მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით სტრატეგიული კონსულტანტი ნატო ჩაკვეტაძე ილიას უნივერსიტეტში ჩაატარებს ვორქშოფს.
ხოლო, 27 მარტს, Helio AI-ის დამფუძნებელი იაკო ჯიქია ისაუბრებს ხელოვნურ ინტელექტზე, თუ რატომ ხდება მისი გამოყენება აუცილებელი თანამედროვე სამყაროში და რატომ უნდა იყენებდნენ სტარტაპები მას ყოველდღიურად. ასევე პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, აუდიტორიას გაუზიარებს თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს და მართონ სირთულეები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, Startup Grind-ის ღონისძიებებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
Startup Grind-ის ღონისძიებებზე რეგისტრაციისთვის და მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების ტექნიკური მარილით დამუშავება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
სხვა სიახლეები
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი
16.01.2026.15:00
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 291 928 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 042 675 ათასი ლარია. აღნმიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,1%-ითაა გაზრდილი.
წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ნოემბრის მონაცემებთან კი 1.9%-ით არის გაზრდილი.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 589 061 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 107 775 ათას ლარს შეადგენდა.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 990 866 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 231 282 ათასი ლარს უტოლდება.
დეკემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 904 104 ათასი დოლარია, ანუ 18 607 251 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
