„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის და Mastercard-ის 50%-იანი „ქეშბექ“ აქცია 30 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება
„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შექმნასა და არსებული პროდუქტების განვითარებაზე - ამჯერად, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს „ქეშბექ“ აქციას დამატებით ერთი თვით, 30 სექტემბრის ჩათვლით სთავაზობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, აქციის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ დახარჯული თანხის 50% დაიბრუნონ.
„ქეშბექ“ აქციით სარგებლობისთვის საჭიროა გახსნათ „საქართველოს ბანკის“ პირველი ბიზნეს ანგარიში bonline.ge-ზე 30 სექტემბრის ჩათვლით და აიღოთ Mastercard-ის ბიზნეს ბარათი. შეთავაზება ანგარიშის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში მოქმედებს და მის ფარგლებში ბიზნეს მომხარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერ ვალუტაში ონლაინ დახარჯული თანხის 50 %, მაქსიმუმ 500 ლარი, უკან დაიბრუნონ.
აღსანიშნავია, რომ „ქეშბექ“ აქცია ვრცელდება როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში შესრულებულ ტრანზაქციებზე, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, თავიანთი ბიზნეს საჭიროებებისთვის უცხოეთიდან გამოწერილ ნივთებზეც მიიღონ „ქეშბექი“. აქციით უკვე 300 - მდე ბიზნეს ბარათის მფლობელმა ისარგებლა.
გარდა ამისა, ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნისას მომხმარებლები საჩუქრად ბიზნესპაკეტს მიიღებენ. რაც მოიცავს - ბიზნეს ინტერნეტბანკს, ბიზნეს მობილბანკს, SMS ბანკს, შეტყობინების სერვისსა და სხვა ბენეფიტებს.
„ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა ბიზნეს მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. ის მომხმარებლები, რომლებიც გახსნიან „საქართველოს ბანკის“ პირველ ბიზნეს ანგარიშს და აიღებენ მასტერქარდის ბარათს, იშოპინგებენ ონლაინ Amazon-ზე, Ebay-ზე ან მსგავს საიტებზე, ისარგებლებენ მიტანის სერვისით, გამოიძახებენ ტაქსს, დახარჯავენ თანხას ონლაინ მარკეტინგულ სერვისებში, განათავსებენ რეკლამას Facebook-ზე, Google-ში და ა.შ. და შეძლებენ თანხის ნახევარი ანგარიშზე დაიბრუნონ. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად მარტივს და კომფორტულს გახდის“, - განაცხადა მაია გორგილაძემ, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის FTSE 100-ში შესვლა საქართველოსთვის დიდი გამარჯვებაა - არჩილ გაჩეჩილაძე
27.03.2026.22:00
ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა არა მხოლოდ კომპანიის, არამედ საქართველოს ეკონომიკის 20-წლიანი განვითარების საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული წარმატება ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესს მნიშვნელოვნად ზრდის და ქართულ კომპანიებს გლობალურ კაპიტალზე წვდომის ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
„მართლაც სასიხარულო ამბავი არის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის იმ გუნდის გამარჯვება, რომელიც მიუძღვის დღეს საქართველოს ბანკს და Lion Finance Group-ს უკვე არაერთი წელია და ეს არის მთელი გუნდის დამსახურება, რომ მოვედით აქამდე. დღევანდელი დღე, ის რომ ინდექსში შევედით, ეს არის ინვესტორების მიერ ამ გრძელი გზის, გავლილი გზის აღიარება. თუმცა ეს რაღაცა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს რეალურად არის იმ 20 წლიანი გზის ასახვა წარმატებაში და ინვესტორების მიერ აღიარება, რომელიც ჩვენ გავიარეთ.
საქართველოსთვის ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა, ვინაიდან ძალიან ბევრი ინვესტორი ბოლომდე არ იცნობს საქართველოს და არც იხარჯება იმისთვის, რომ გაიცნოს, ვინაიდან ეკონომიკის ზომა იმდენად დიდი არ არის და სულ რამოდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი საჯარო ბაზრებზე. ასე რომ, ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს აქციების ყიდვა, მხოლოდ სამი კომპანია არის ამ რეგიონიდან წარმოდგენილი და შესაბამისად შეიძლება არ უღირდეს საკმაოდ ღრმა ანალიზის გაკეთება. ანდა უნდა ვთქვათ, რომ არ უღირდა აქამდე და FTSE 100-ში როგორც კი შევდივართ, ის ფაქტიურად აუცილებლად დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველო შეისწავლოს, უკვე სომხეთი შეისწავლოს და ეს ჩათვალეთ, რომ არის გაკვალული გზა ყველასთვის, ვისაც უნდა, რომ საჯარო განთავსებით აქციების მოიპოვოს ან მოიზიდოს კაპიტალი საკუთარი ბიზნესისთვის. აქ ვგულისხმობ იმას, რომ არ არის აუცილებელი FTSE 100-ში იყოს კომპანია, ნებისმიერი საჯარო აქციების შეთავაზება ლონდონის ბირჟაზე – ეს უკვე ნიშნავს, რომ აქამდე თუ 20-30 ინვესტორს ვესაუბრებოდით იქ რომ ჩასულიყო ვთქვათ რომელიმე ქართული კომპანია, რომელსაც განთავსება უნდა აქციების, ხვალ ჩავა და უკვე 100 სხვადასხვა ფონდიდან იქნება ინტერესი ამასთან დაკავშირებით, რომ გაესაუბრონ მას, ვინაიდან მათ უკვე ეცოდინებათ საქართველოს ეკონომიკა, მათ უკვე ეცოდინებათ Lion Finance Group-ი და შესაბამისად უკვე იმ კონკრეტულ კომპანიაზე შესწავლა მათთვის უკვე ღირებული იქნება. ასე რომ, ეს ჩათვალეთ, რომ გზამკვლევი არის ყველა იმ კომპანიისთვის, ვისაც ხვალ და ზეგ მოუნდება კაპიტალის მოზიდვა საჯარო ბაზრებიდან“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.