მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
0.0238
flag
AZN 1.5961
0.0037
flag
CNY 38.208
0.0149
flag
EUR 3.2143
0.0164
flag
GBP 3.7053
0.0129
flag
KZT 50.12
0.0003
flag
TRY 0.0657
0.0001
flag
USD 2.7143
0.0063

საქართველოს ბანკი 31 ოქტომბერს B2B აგროფორუმს გამართავს

news image

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. აგრო წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი, USAID-ის სოფლის მეურნების პროგრამასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად, 31 ოქტომბერს B2B აგროფორუმს გამართავს.

B2B აგროფორუმის მიზანს ქართველი მეწარმეებისთვის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობა წარმოადგენს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მეწარმეები, რომლებსაც მოჰყავთ ხილი, კაკლოვანი და დაფნის კულტურები, აწარმოებენ ღვინოს და სურთ საკუთარი პროდუქციის ექპორტზე გატანა. ფორუმს აგრეთვე დაესწრებიან საკონსულტაციო კომპანიები EuroMonitor, EDA, Eximcrop, Globalize და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქტის წარმოებიდან ექსპორტამდე არიან ჩართული პროცესში.

შეხვედრაზე მეწარმეებსს ექნებათ გამოყოფილი სივრცე და შესაძლებლობა, გაეცნონ სიახლეებს და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.

ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდება:

  • პრეზენტაციები;
  • პანელური დისკუსიები;
  • საინფორმაციო შეხვედრები.

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეგიონებში აგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა. აღნიშნული ღონისძიების მიზანსაც მეწარმეებისთვის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობა და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა წარმოადგენს. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ აგრო ექსპერტებს, ამასთან, შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. აგრარული საქმიანობის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით ბანკმა არაერთი პროდუქტი შექმნა და ჩვენ აქ არ ვჩერდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები რეგიონებში ეკონომიკურ გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის გაძლიერების საწინდარია“ განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა

B2B აგროფორუმი USAID-ის სოფლის მეურნების პროგრამასთან ერთად ხორციელდება. ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი.

B2B აგროფორუმზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ფორუმში მონაწილეობისთვის შეირჩევა 50 მეწარმე. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7143 ლარი გახდა

17.09.2025.17:09

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2143 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7143 ლარი.

 სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7143  ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7080 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2143 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1979 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა