საქართველო როგორც ნოვატორი რეგიონში კიდევ უფრო დააახლოებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს ევროდირექტივასთან - S&P
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები.
ეკონომიკისა და საბანკო სექტორის რისკების საერთო შეფასების მიხედვით, საქართველო ქვეყნების მე-7 ჯგუფში მოხვდა, რაც ყაზახეთთან ერთად საუკეთესოა რეგიონში.
ანგარიშში გავლენიანი სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში.
სააგენტოს შეფასებით, პორტფელში IFRS Stage 3 სესხების წილის მიხედვით, ქართული ბანკების აქტივების ხარისხი საუკეთესოა რეგიონში, ხოლო საკრედიტო რისკის ხარჯი მინიმალური.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ბანკების წმინდა საპროცენტო მარჟა ყველაზე დაბალია რეგიონში.
სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველო როგორც ნოვატორი რეგიონში, ევროდირექტივასთან კიდევ უფრო დააახლოებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება.
სხვა სიახლეები
ნოემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა გეგმას 3.4%-ით გადააჭარბა - ფინანსთა სამინისტრო
10.12.2025.11:00
2025 წლის ნოემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 2,091.0 მლნ ლარი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 3.4%-ით აღემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გათავსებული.
2025 წლის ოქტომბერში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 14.2 პროცენტით, ხოლო
ხარჯები გაიზარდა 22.5 პროცენტით.
სამინისტროს ცნობით, ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს,
შეადგინა 262.8 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა-35.7 მლნ ლარით.
2025 წლის ოქტომბერში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი. დადებითი გავლენა იქონიეს აქციზიდან, დღგ-დან და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომელთა პროცენტულმა კონტრიბუციამ მთლიან ზრდაში შესაბამისად შეადგინა 2.9%, 3.4% და 5.5%