მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

საინვესტიციო სფეროში აქციების ბაზარი გრძელვადიან პერიოდში მიჩნეულია, როგორც საუკეთესო საინვესტიციო პროდუქტი - ანა ნაჭყებია

news image

საინვესტიციო სფეროში აქციების ბაზარი მიჩნეულია, როგორც საუკეთესო საინვესტიციო პროდუქტი გრძელვადიან პერიოდში, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ განაცხადა. მისი თქმით, აქციების ბაზარი შედარებით მერყეობით გამოირჩევა.
„ზოგადად, საინვესტიციო სფეროში ასეთი პროდუქტები ძალიან ბევრნაირია. საინვესტიციო პორტფელები კერძო საინვესტიციო ფონდებში არის განსხვავებული და ამიტომაც კანონმაც მისცა საშუალება ადამიანებს, თვითონ აირჩიონ, რომელი არის შესაფერისი. იმის გათვალისწინებით, მაგალითად რა ასაკის ხარ და რამხელა საინვესტიციო ჰორიზონტი გაქვს, განსხვავებული პორტფელი არის შესაფერისი.
მაგალითად, საინვესტიციო სფეროში აქციების ბაზარი მიჩნეულია, როგორც საუკეთესო საინვესტიციო პროდუქტი გრძელვადიან პერიოდში. თუმცა, აქციების ბაზარი ჩვენ წელსაც ვნახეთ და ზოგადადაც ვუყურებთ, რომ მეტი მერყეობით არის დახასიათებული. მეტი მერყეობა შეიძლება ჰქონდეს წლის განმავლობაში. შესაბამისად, ისეთი ინვესტორებისთვის და ისეთი მონაწილეებისთვის, რომელსაც ძალიან პატარა საინვესტიციო ჰორიზონტი აქვს, მაგალითად პენსიაზე ერთ წელიწადში გადიხარ, მაშინ არ არის რეკომენდებული, რომ დინამიკურ პორტფელში იყო, ვინაიდან ამ პერიოდში შეიძლება ისეთი გაუთვალისწინებელი მერყეობა მოხდეს, რომელსაც ვერ განსაზღვრავ.
თუმცა თუ გაქვს 15 წელი, 20 წელი საინვესტიციო ჰორიზონტი, მაშინ უმჯობესი არის, რომ ისეთ პროდუქტებში იყოს საინვესტიციო დანაზოგი ინვესტირებული, რომელშიც ამონაგების მეტი პოტენციალი არსებობს.
მოკლედ, ეს აქციები არის შედარებით მეტი რისკი, მაგრამ შედარებით მეტი ამონაგების პოტენციალის მქონე პროდუქტი, ხოლო ადგილობრივი, მაგალითად დეპოზიტები, როგორც იცით განსაზღვრულია წინასწარ რა საპროცენტო განაკვეთზე ვთანხმდებით. მანდ რისკები შედარებით დაბალია და არც ზრდის პოტენციალია მაღალი და არც შემცირების იმიტომ, რომ ფიქსირებულია ეს შემოსავალი“, - აცხადებს ანა ნაჭყებია.

მისივე თქმით, 2019 წლიდან, რაც ფონდი გაეშვა იყო ბევრი გაუთვალისწინებელი კრიზისი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გლობალური აქციების ფასებზე, მაგრამ საქართველომ მაინც კარგი მაჩვენებლები დააფიქსირა, რადგანაც საშუალო წლიურმა ამონაგებმა 4%-ი შეადგინა.

„ჩვენი, კანონი განსაზღვრავს ჩვენი მომგებიანობის, ანუ ჩვენს მთავარ საინვესტიციო მანდატს და კანონი გვეუბნება, რომ მთავარი მანდატი არის რეალური ამონაგები. რეალური ნიშნავს ინფლაციის გათვალისწინებით ამონაგების მაქსიმიზაციას. რაც ფონდი გაეშვა, ამ პერიოდში გაგახსენებთ, რომ ბევრი ისეთი კრიზისი გვქონდა, რომელსაც არც ველოდით. მაგალითად, იყო კოვიდის კრიზისი, ომის ფაქტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გლობალური აქციების ფასებზე. რამდენჯერმე იყო ისეთი ეპიზოდი, როცა ფასები შემცირდა და ამ პერიოდში ასევე იყო საკმაოდ მაღალი ინფლაციური წნეხიც, მაგრამ მიუხედავად ამისა ინფლაციის გათვალისწინებით, წლიური საშუალო ამონაგები რეალური არის 4%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ინფლაციის გათვალისწინებით.
ჩვენ ამ მაჩვენებელს ასევე ვუყურებთ მაგალითად, „ოისიდის“ საპენსიო ფონდების მონაცემებიც ქვეყნდება და მანდაც ერთ-ერთი ყველაზე ლიდერული პოზიცია გვიჭირავს. ანუ „ოისიდის“ ქვეყნებს შორის ჩვენ ვლიდერობთ, TOP 5 -ში შევდივართ რეალური ამონაგებით - კუმულატიური რეალური ამონაგებით. თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენი აქტივების ძირითადი ნაწილი არის კონსერვატიულ პორტფელში ინვესტირებული, სადაც მერყეობა როგორც აღვნიშნე დაბალია. მაგალითად, 2024 წელს აქციების ბაზარს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა და იმის გამო, რომ ჩვენი აქტივების შედარებით ნაკლები %-ია ინვესტირებული, მაგალითად „ოისიდის“ ქვეყნებთან შედარებითაც შეიძლება მხოლოდ 2024 წელს შედარებით დაბალი ამონაგები გვქონდეს, მაგრამ კუმულატიურად იმის გათვალისწინებით რა რისკებსაც ვიღებთ ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია გვიჭირავს“, - აღნიშნავს ანა ნაჭყებია.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე

09.04.2026.19:00

FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.

„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა