საქართველოს საგადახდო სადებეტო ბარათების ბაზარზე Mastercard-ი ლიდერია
სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 12,6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 0,1%-ით შემცირდა
2026 წლის იანვრის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 10,766,771 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 9,564,115 ბარათს შეადგენდა.
საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2026 წლის იანვრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5,728,628 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი 2025 წლის დეკემბრის მაჩვენებლებთან შედარებით 0,4%-იან კლებას, ხოლო 2025 წლის იანვართან შედარებით 10,8%-იან ზრდას აჩვენებს.
იანვრის ბოლოს არსებული სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 53,2%-ს Mastercard-ი ფლობს, 29,4%-ს VISA, AMEX კი 14,3%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.
2026 წლის იანვრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 3,166,899 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 0,6%-ია, ხოლო 2025 წლის იანვართან შედარებით 19,7%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება AMEX-ს, იანვარში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1,537,158 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 0,6%-იან კლებას, ხოლო წლიურ ჭრილში 15,7%-იან ზრდას აჩვენებს.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე
09.04.2026.19:00
FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.
„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.