საფინანსო სისტემებს და რეგულატორებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება პირდაპირ პასუხობს თანამედროვეობის ისეთ გამოწვევას როგორიცაა გლობალური ფრაგმენტაცია და რეგიონალიზაცია - ნათია თურნავა
„დღეს, ამ ფორუმის ფარგლებში, შევიკრიბეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ლარის იუბილე, არამედ, იმისთვისაც, რომ ერთად განვიხილოთ გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევები და შესაძლებლობები. დღეს აქ წარმოდგენილები ბრძანდებით ჩვენი ფართო რეგიონის და მათ შორის, შუა დერეფნის თითქმის სრული გეოგრაფიის წარმომადგენლები. ჩვენს საფინანსო სისტემებს და რეგულატორებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება პირდაპირ პასუხობს თანამედროვეობის ისეთ გამოწვევას, როგორიცაა გლობალური ფრაგმენტაცია და რეგიონალიზაცია," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას.
მან კონფერენციის მონაწილე 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტ სტუმარს, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო, ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის ფრთხილ და რისკების მართვაზე ორიენტირებულ მონეტარულ პოლიტიკას და ისაუბრა გეოპოლიტიკურ და გლობალურ გამოწვევებზე რამაც რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი რისკების წინაშე დააყენა.
„იმ დროს როდესაც ტრადიციული სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები კითხვის ქვეშ დგება, ჩვენ ვსაუბრობთ თანამშრომლობის გაძლიერებაზე საბანკო, საგადახდო, ფინანსური ტექნოლოგიების, კაპიტალის ბაზრის და სხვა მრავალ სფეროში, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონალური განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ რომ კონფერენციის ფარგლებში უკიდურესად საინტერესო დისკუსია გაიმართება როგორც თანამედროვე გამოწვევების შესახებ ისე ამ გამოწვევების ახალ შესაძლებლობებად გარდაქმნის თაობაზე," - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე" პანელური დისკუსიების მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემები და მონეტარული პოლიტიკა, ინიციატივები საფინანსო სექტორში, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.05.2025.17:33
ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივების ზრდის ტემპზე კონკრეტული პასუხი გავცეთ, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაკრედიტების ტემპის შენელებას ეხებოდა.. მისი თქმით, ანალიზის დეტალური გაკეთება რამდენიმე თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი კონკრეტული მაჩვენებლები იძლევა საშუალებას, რომ ვთქვათ გარკვეული თვეები უკვე შემცირებული არის, წინა წელთან შედარებით, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივების ზრდის ტემპზე კონკრეტული პასუხი გავცეთ. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელსაც უფრო მეტად ველოდებოდით ნაკლებ აქტივობას, იქედან გამომდინარე, რომ 2023 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო აქტივობის ტემპი და გარე ფაქტორების ეფექტის შემცირებასაც ველოდებოდით. არ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძირითადი ფაქტორი ,მაგრამ ამასაც შეიძლება ზემოქმედება მოეხდინა კონკრეტულ თვეებზე. უფრო მეტად და უფრო კონკრეტულ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ ზაფხულის პერიოდში, როდესაც ნახევარი წლის შედეგები იქნება და ამაზე შევძლებთ უფრო მეტი ანალიზის გაკეთებას“, - აღნიშნა ძნელაძემ.
ძნელაძე ამბობს, რომ უძრავ ქონებასთან მიმართებაში აქტივობა შემცირებულია.
„ჯერ-ჯერობით ადრე არის, რომ რაიმე ვთქვა ამ ნაწილთან მიმართებაში.არაერთხელ გვქონია ამაზე საუბარი, რომ ანალიტიკა ცოტა იგვიანებს ხოლმე. იმიტომ, რომ მონაცემებზე და იმ ტენდენციაზე უნდა იყოს აწყობილი რა მიმდინარეობაც აქვს. რა თქმა უნდა უძრავ ქონებასთან მიმართებაში აქტივობა შემცირებულია, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ აქტივობის შემცირებაზე ანალიტიკოსები 2024 წლის დასაწყისში არაერთგზის საუბრობდნენ“, - აღნიშნა ძნელაძემ.