მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

საფინანსო სისტემა განუხრელად იცავს სანქციათა რეჟიმებს, პროცესის კონტროლი ხორციელდება ეროვნული ბანკის მხრიდან სისტემატურად - SWIFT-ის სისტემიდან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს | სებ-ის წარმომადგენელი

news image

SWIFT-ის სისტემიდან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო ასანიძემ.

მან ევროპულ კანონმდებლობასთან ქართული საფინანსო კანონმდებლობის ჰარმონიზაციასაც გაუსვა ხაზი.

„საფინანსო სისტემა განუხრელად იცავს სანქციათა რეჟიმებს, აღნიშნული პროცესის კონტროლი ხორციელდება ეროვნული ბანკის მხრიდან სისტემატურად. მუდმივად დადებითად ფასდება ეროვნული ბანკის მიერ ევროპულ კანონმდებლობასთან ქართული საფინანსო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესიც. ვფიქრობთ, რომ SWIFT-ის სისტემიდან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა სოფო ასანიძემ.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. სებ-ი აცხადებს, რომ არ არსებობს SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 2026 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოსალოდნელია სტაბილური ზრდა - TBC Capital

13.02.2026.13:00

2026 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოსალოდნელია სტაბილური ზრდა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში „საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში, 2025 შეჯამება / 2026 მოლოდინები“ აღის აღნიშნული. 

თიბისი კაპიტალის ცნობით, 2022 წელს მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შემდგომ, 2024-2025 წლებში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ფაზაში გადავიდა.

„2024-2025 წლებში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები დასტაბილურდა. პრემიუმ სეგმენტში ფასები თბილისის საშუალო ფასებთან შედარებით ორჯერ მაღალია.

გასაქირავებელმა ფასმა ნორმალიზება 2024 წელს დაიწყო და უძრავი ქონების ამონაგები გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს დაუახლოვდა, თუმცა, ის კვლავ აჭარბებს მსოფლიოს ქალაქების უმრავლესობაში არსებულ დონეს.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება ზრდას განაგრძობს, რაც ნიშნავს, რომ კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრი იქნება“, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა