მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

საფინანსო სისტემა არის ძალიან გამძლე, მედეგი სხვადასხვა შოკის მიმართ და აქ ჩვენი სიმკაცრეც თავის სიტყვას ამბობს - ნათია თურნავა

news image


სებ-ის პრეზიდენტის თქმით ცენტრალური ბანკი საფინანსო სექტორთან აქტიურად კონტაქტობს და ნებისმიერი რეგულაცია, წინასწარ განხილვისთვის ეგზავნება ბანკებს. აღნიშნული შესახებ განცხადება ნათია თურნავამ  გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ბიზნესისა და ეროვნული ბანკი თანამშრომლობას შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ BAG-ის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად ბიზნესთან შეხვედრაში მონაწილეობას სებ-ის პრეზიდენტიც იღებდა. 

„არ შემიძლია არ აღვნიშნო ძალიან წარმატებული პანელი, სადაც თქვენ გიორგი მოდერატორი ბრძანდებოდით. გილოცავთ ასეთ წარმატებულ პანელს. მართლაც ძალიან წარმატებული პანელი იყო, ეკონომიკური გუნდი ვიყავით სრულიად წარმოდგენილები: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, სებ-ის პრეზიდენტი და ორი წამყვანი ბანკის ხელმძღვანელი პირები. მაგრამ მანამდე ძალიან კარგი ფორმატი და ძალიან კარგი მსჯელობის საშუალება მოგვეცა ყველას და მათ შორის ბიზნესს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით, როდესაც პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან უშუალოდ დიალოგის შესაძლებლობა გვქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან უშუალო საუბარი იყო და ძალიან სასარგებლო. რაც შეეხება ჩვენი ჩართულობა და თუნდაც ასეთი ფორმატებით საფინანსო ინდუსტრიასთან კონტაქტი, ჩვენ ისედაც ძალიან ხშირად ვკონტაქტობთ. წესი გვაქვს მიღებული, რომ ნებისმიერი რეგულაცია წინასწარ იყოს ბიზნესთან განხილვისთვის გადაგზავნილი, წარმოდგენილი, მოვისმინოთ მათი კომენტარები, აქ უნდა ითქვას, რომ საბანკო ასოციაციაც გვეხმარება. ახლა სხვა არასაბანკო ბიზნესებიც წამოვიდა ვისთანაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალური კომუნიკაცია გვქონდეს, იქნება ეს საგადახდო  სისტემის ოპერატორ/პროვაიდერები, თუ ვირტუალური აქტივების პროვაიდერები, ვისაც ასევე ვარეგულირებთ, ვარეგისტრირებთ და ვზედამხედველობთ. ზოგადად აქ არის დიალოგის საფუძველი იმიტომ, რომ ბანკები თავის მოწოდებით ცდილობენ, რომ თავისი პორტფელი მაქსიმალურად გაზარდონ და რაც შეიძლება მეტი სესხი გასცენ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ზედამხედველობა გავუწიოთ და დავაკვირდეთ ხომ არ იწვევს ეს უპასუხისმგებლო ჭარბვალიანობას და ამ კუთხით გვაქვს ხოლმე ერთმანეთში საქმიანი კამათი. პრინციპში კონსესუსსაც ვნახულობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სესხი იყოს დასაბუთებული, არ შეიცავდეს გადახდის რისკებს და არ იწვევდეს ჭარბვალიანობას. დღესდღეობით ჩვენ ამის ნიშნებს ზოგადად ვერ ვხედავთ, თუმცა ყოველთვის აუცილებელია ზედამხედველობა.


რაც შეეხება ჩვენი საფინანსო სისტემის მდგომარეობას, დღესდღეობით ის არის ძალიან გამძლე, მედეგი სხვადასხვა შოკის მიმართ და აქ ჩვენი სიმკაცრეც თავის სიტყვას ამბობს. იმიტომ, რომ ჩვენ ვთხოვთ და თავისი ნებაყოფლობითაც ბანკები ინარჩუნებენ საკმაოდ მაღალ კაპიტალის ბუფერებს. ეს ის რეზერვია, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ ყოველთვის, მაღალ ლიკვიდობას. და აქტივების ხარისხი, სესხების ხარისხი რასაც ჰქვია ძალიან მაღალია. სულ 2,5% არის ე.წ. უმოქმედო სესხების პორტფელი, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. უნდა გავაგრძელოთ ჩვენ რა თქმა უნდა მკაცრი ზედამხედველობა ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

06.10.2025.17:31

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასებმა 0.5%-ით მოიმატა.
  • ინფლაციის ზრდა მნიშვნელოვლად განპირობებულია სურსათის ფასების მატებით, რაც, თავის მხრივ, ნაწილობრივ ასახავს საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის ფასების წინა წელთან შედარებით ზრდას, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და 2.4% შეადგინა
  • მომსახურების სექტორის ინფლაციამ, რომელთა ფასები შედარებით ხისტია და გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების უკეთესი საზომია, სექტემბერში მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება, 3.1%-ზე.

საბანკო სექტორი

  • აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.1 პპ-ით შემცირდა და 14.8% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაციამ აგვისტოში 7% შეადგინა
  • აგვისტოში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 42.4%-ის ნიშნულზე ნარჩუნდება

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - აგვისტოში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 6.9%-ით შემცირდა. შემცირების მიმართულებით ძირითადად სამომხმარებლო საქონლის იმპორტი მოქმედებდა, -7 პპ კონტრიბუციით
  • ექსპორტი - აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 9 %-ით შემცირდა და 603 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის შემცირება განპირობებული იყო სამომხმარებლო საქონლისა (-6.9 პპ კონტრიბუციით) და საინვესტიციო საქონლის ექსპორტის შემცირებით (-1.4 პპ კონტრიბუციით)
  • აგვისტოს მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 5.2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა