საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილეს.
სსიპ -აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პროცესის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ხარატიშვილმა გააცნო დეპუტატებს. პერიოდი მოიცავს 2020-2023 წლებს და 2024 წლის პირველ ნახევარს. მისივე განცხადებით, გაცემულია 7 რეკომენდაცია.
დღესვე, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა, ზოგადი განათლების სფეროში" ეფექტიანობის ანგარიში წარუდგინა სხდომას.
ანგარიში მოიცავს 2018-2023 წლებს. მისივე განცხადებით, გაცემულია 4 რეკომენდაცია.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა მხარი დაუჭირა განხილულ ანგარიშებს.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
12.12.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 3.1640 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1640 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1582 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა.