მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს მხარი დაუჭირა

news image

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს მხარი დაუჭირა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
 
მისი განცხადებით: 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4,1%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3,0%-ია; საშუალო ინფლაციის პროგნოზი 3,3%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია - 3%; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114,1 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო 2029 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა -145,5 მილიარდ ლარამდე.
 
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 27,04 მილიარდი ლარია, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 240,0 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნებული მშპ-ის 2,5%-ს დონეზე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მცირდება მშპ-ის 33,5%-მდე.
 
მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 36,3 მილიარდ ლარამდეა.
 
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2026 წელს საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:
 
• საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 9 050,0 მილიონი ლარია. მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 8 221,0 მილიონ ლარს (წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 51,0 მილიონი ლარით), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 829,0 მილიონ ლარს (გაზრდილია 29,0 მილიონი ლარით);
• მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 3 200,0 მილიონი ლარია, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 50,0 მილიონი ლარით არის გაზრდილი;
• დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 10 930,0 მილიონი ლარით. მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 8 744,0 მილიონ ლარს (გაზრდილია 64,0 მილიონი ლარით), ხოლო მუნიციპალიტეტების წილი - 2 186,0 მილიონ ლარს (გაზრდილია 16,0 მილიონი ლარით);
• აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელია წინა პროექტთან შედარებით და 2 700,0 მილიონ ლარს შეადგენს;
• იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელია და 150,0 მილიონი ლარია;
• ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზრდილია 25,0 მილიონი ლარით და 825,0 მილიონ ლარს შეადგენს;
• სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 185,0 მილიონი ლარით.
 
გიორგი კაკაურიძის თქმით, გარკვეული ცვლილებებია სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც შემოსავლებში, ასევე ხარჯვით ნაწილში.
 
კერძოდ, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი გაზრდილია 468,6 მილიონი ლარით და განისაზღვრება 30 759,4 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა გაზრდილია 405,5 მილიონი ლარით და 30 881,4 მილიონი ლარია.
 
პროექტის თანახმად: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 47,9 მილიონი ლარით და განისაზღვრა 9 668,6 მილიონი ლარის ოდენობით; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2 702,2 მილიონი ლარია, რაც პროექტის წინა ვერსიით განსაზღვრულ თანხას 89,6 მილიონი ლარით აღემატება; კულტურის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 42,3 მილიონი ლარით და ჯამში, 364,8 მილიონი ლარია; სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე დამატებით გამოყოფილია 29,9 მილიონი ლარი და 325,3 მილიონ ლარს შეადგენს; ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 16,8 მილიონი ლარით და 3 113,7 მილიონი ლარია.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელია წინა პროექტთან შედარებით და ₾2 700,0 მილიონს შეადგენს - რა პარამეტრებზეა გათვლილი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

08.12.2025.15:04

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა