საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში" მოისმინა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასულ წელს დაგეგმილი იყო 5.2 პროცენტით ეკონომიკური ზრდა, თუმცა წლის განმავლობაში უფრო მაღალი ზრდის ტენდენციები იყო და საბოლოო ჯამში, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა.
2024 წლის ბოლოს წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 1.1 პროცენტის დონეზეა.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23 484.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 560.4 მლნ აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი - 16 924.3 მლნ აშშ დოლარი.
მისი თქმით, 2024 წელს, საქართველოს 6 456.1 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 5 091.7 ათას შეადგენს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4 425.4 მლნ აშშ დოლარია, რაც 7.3 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 25 616 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 25 722 782.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.4%. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 23 260 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 23 290 004.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.1%.
გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 356 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 345 978.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 97.2%.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2024 წლის განმავლობაში „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილება ერთხელ შევიდა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა 900 000.0 ათასი ლარით და განისაზღვრა 25 930 420.7 ათასი ლარით. საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულებამ შეადგინა 25 946 342.9 ათასი ლარი, რაც გეგმური მაჩვენებლის 100.1%-ია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე
09.04.2026.19:00
FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.
„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.