მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7110.4
0.047
flag
AZN 1.6025
0.0097
flag
CNY 38.279
0.024
flag
EUR 3.1999
0.026
flag
GBP 3.6632
0.0258
flag
KZT 49.62
0.0025
flag
TRY 0.0655
0.0004
flag
USD 2.7252
0.0164

EBRD : საერთაშორისო რეზერვები 2025 წლის აგვისტოსთვის 5.2 მილიარდ აშშ დოლარამდე შეივსო, რაც 3 თვეზე მეტ იმპორტის მაჩვენებელს ფარავს

news image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით 7%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია საუბარი.

ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)-
საერთაშორისო რეზერვების შევსების პოლიტიკაზეც წერს და აღნიშნავს, რომ 2025 წლის აგვისტოსთვის რეზერვები 5.2 მილიარდ აშშ დოლარამდე შეივსო, რაც 3 თვეზე მეტ იმპორტის მაჩვენებელს ფარავს.

ცნობისთვის, სებ-მა განახლებული სტატისტია გუშინ, 25 სექტემბერს გამოაქვეყნა. სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას განაგრძობს. აგვისტოში, სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 199.6 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მლრდ დოლარს შეადგინა.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს სებ-ის გაცხადებული პოლიტიკა - ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის მაშინ, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა.

ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

· იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა

· მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი

· აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი

· მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი

· ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი

· ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი

· აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 199.6 მილიონი აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 27 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.7252 ლარი გახდა

30.09.2025.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1999 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7252 ლარი.

 სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0164 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1999 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.026 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა