მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7110.4
0.047
flag
AZN 1.6025
0.0097
flag
CNY 38.279
0.024
flag
EUR 3.1999
0.026
flag
GBP 3.6632
0.0258
flag
KZT 49.62
0.0025
flag
TRY 0.0655
0.0004
flag
USD 2.7252
0.0164

საერთაშორისო რეზერვები 2025 წლის აგვისტოსთვის 5.2 მილიარდ აშშ დოლარამდე შეივსო - EBRD

news image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით 7%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია საუბარი.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მეორე გაუმჯობესებაა - პირველად, 2024 წლის სექტემბრის პროგნოზი 4.6-დან 2025 წლის თებერვალში 6%-მდე ანუ +1.4%-ით გაზარდა. შესაბამისად, ჯამურად წლის ჭრილში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.4 პროცენტით გააუმჯობესა. ზრდა განპირობებული იყო საკრედიტო ექსპანსიით, IT და განათლების სექტორების და მომსახურების ექსპორტის ზრდით. 2024 წელს საშუალო 1.1%-ის შემდეგ, ინფლაცია 2025 წლის პირველ რვა თვეში 3.5%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს", - წერს EBRD.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით ფისკალური და საგარეო პოზიციები შედარებით დარჩა, რასაც მდგრადმა ტურიზმა შეუწყო ხელი. საერთაშორისო რეზერვები 2025 წლის აგვისტოსთვის 5.2 მილიარდ აშშ დოლარამდე შეივსო. EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება, რეგიონის მაჩვენებლებს EBRD-ის პროგნოზი შემდეგია:

სომხეთი - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 5.0% | პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა

თურქეთი - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 3.1% | პროგნოზი გაუმჯობესდა 0.3%-ით

აზერბაიჯანი - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 2.0% | პროგნოზი შემცირდა - 1.0%-ით

მოლდოვა - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 1.5% | პროგნოზი შემცირდა - 0.3%-ით

უკრაინა - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 2.5% | პროგნოზი შემცირდა - 0.8%-ით

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.7252 ლარი გახდა

30.09.2025.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1999 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7252 ლარი.

 სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0164 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1999 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.026 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა