მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7112.4
0.0185
flag
AZN 1.6005
0.0039
flag
CNY 38.329
0.0113
flag
EUR 3.174
0.013
flag
GBP 3.6265
0.0033
flag
KZT 50.95
0.0044
flag
TRY 0.0648
0.0001
flag
USD 2.7212
0.006

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 4.09%-იან ზრდას აჩვენებს - სებ

news image

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 65.56 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2.58 მილიარდი ლარით, 4.09%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.78%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13.65% შეადგინა. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 1.18 მილიარდი ლარით, ანუ 4.00%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.74%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.40 მილიარდი ლარით, ანუ 4.17%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.82%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 50.76 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.48 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.63 პროცენტული პუნქტით).

სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.94% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.25% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.66%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.73% , ხოლო ევროს წილმა 18.57% შეადგინა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საქართველოში სადებეტო ბარათების რაოდენობამ 10,5 მლნ-ს გადააჭარბა - Mastercard კვლავ ლიდერია

28.10.2025.19:00

სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 12,9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 1,6%-ით.

2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 10 515 588 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 9 317 650  ბარათს შეადგენდა.

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან  5 704 912 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი აგვისტოს მაჩვენებლებთან შედარებით 1,1%-იან, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 16,7%-იან ზრდას აჩვენებს.

სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 54,3%-ს Mastercard-ი ფლობს, 28,2%-ს VISA, AMEX კი 14,4%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.

2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 960 370 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 2,5%-ია, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 9,8%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება AMEX-ს, სექტემბერში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა  1 517 324 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 2,3%-იანი, ხოლო წლიურ ჭრილში 22%-იანი ზრდაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა