საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 1.96%-ითაა გაზრდილი - სებ
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 61.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.19 მილიარდი ლარით, 1.96%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.44%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.94% შეადგინა. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები
გაიზარდა 552.94 მილიონი ლარით, ანუ 1.92%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.29%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 637.65 მილიონი ლარით, ანუ 1.99%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.57%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 50.33 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია არ შეცვლილა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.24 პროცენტული პუნქტით).
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.55%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.23%, ხოლო ევროს წილმა 18.97% შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.08.2025.19:00
მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების 39%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 13%-ი Mastercard-ზე. ივლისის სტატისტიკით ამ ბაზარზე AMEX-ის წილი 21%-ია.
ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში ქვეყანაში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 761 484 ერთეული შეადგინა.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ივლისის ბოლოსთვის VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 299 481 ერთეულს შეადგენდა, AMEX-ის 156 935 ერთეულს, ხოლო Mastercard-ის 99 642 ერთეულს.
761 484 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2025 წლის ივლისში 2024 წლის ივლისთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 19%-ითაა გაზრდილი, ხოლო Mastercard-ის 6%-ითა შემცირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ივლისში ივნისთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 1%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 8%-იანი ზრდაა.