საბანკო სექტორის აქტიურობა მთლიანად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ აქტიურობაზე - არჩილ გაჩეჩილაძე
საბანკო სექტორის აქტიურობა მთლიანად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ აქტიურობაზე, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. არჩილ გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ საკმაოდ კარგი საკრედიტო აქტივობაა.
„საკრედიტო აქტიურობა კარგია ქვეყანაში. სადღაც 15-17 %-ის ფარგლებში არის სექტორის წლიური ზრდა და ეს მისასალმებელია. ამ კუთხით კარგად მივდივართ.
საბანკო სექტორის აქტიურობა მთლიანად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ აქტიურობაზე და შესაბამისად არის როგორც ზრდა, ასევე მომგებიანობა. ჯერ-ჯერობით რასაც ვხედავთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტიურობა ნორმალურია“, - ამბობს გაჩეჩილაძე.
სხვა სიახლეები
24.06.2025.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1599 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7252 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7260 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1599 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1254 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0345 ლარი შეადგინა.