მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7110.4
0.047
flag
AZN 1.6025
0.0097
flag
CNY 38.279
0.024
flag
EUR 3.1999
0.026
flag
GBP 3.6632
0.0258
flag
KZT 49.62
0.0025
flag
TRY 0.0655
0.0004
flag
USD 2.7252
0.0164

საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს - ნათია თურნავა

news image

„ჩვენი ქვეყნის საფინანსო სექტორი არის ღირსეული კონტრიბუტორი მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, მაკროეკონომიკური სტაბილურობა კი მნიშვნელოვანად უწყობს ხელს საფინანსო სექტორის მდგრადობას, მედეგობას სხვადასხვა შოკების მიმართ და სტაბილურ განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

კონფერენცია, სახელწოდებით „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები”, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნა.  

როგორც ნათია თურნავამ პანელურ დისკუსიაში თემაზე: „მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები” გამოსვლისას აღნიშნა,  საფინანსო სექტორმა ბევრ შოკს გაუძლო  და ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა დეპოზიტების დაკარგვის არცერთი ფაქტი.

„მიმდინარე მონაცემებით საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. საკრედიტო აქტივობა ნომინალური ეკონომიკის ზრდის თანაზომიერია. სესხების მშპ-სთან ფარდობა ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზების კვალდაკვალ ეტაპობრივად უახლოვდება მის გრძელვადიან ტრენდს. აღსანიშნავია ისიც, რომ საბანკო სექტორი მომგებიანობის სოლიდური მაჩვენებლებით და აქტივების მაღალი ხარისხით ხასიათდება. ჯანსაღია სესხების ზრდა - თითქმის 15%, სადაც წამყვანი წილი ბიზნეს სესხებს უკავიათ. რაც შეეხება უმოქმედო სესხების წილს, იგი ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება და 2.6%-ს შეადგენს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო სექტორის ტექნოლოგიური კუთხით განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად პროგრესირებს ტექნოლოგიური განვითარების კუთხითაც.

„ვხედავთ ქართული ბანკების კონკურენტუნარიანობას და ექსპანსიას რეგიონში, რასაც მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენი ბიზნესისთვისაც. ფინტეკის ხელშეწყობისთვის ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და ხელშესახებ შედეგებს უკვე ვხედავთ. ბაზარზე გავაჩინეთ ციფრული ბანკებისა და მიკრობანკების ნიშა, უკვე გვყავს ლიცენზირებული მოთამაშეები და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს კონკურენტულ გარემოსა და ეკონომიკისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმითვე, საქართველოს საფინანსო სექტორი გახდა რეგიონალური, ქართული ბაზრით სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ყაზახეთის, სინგაპურის, ჩინეთის წარმომადგენლები ინტერესდებიან.

 
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.7252 ლარი გახდა

30.09.2025.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1999 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7252 ლარი.

 სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0164 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1999 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.026 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა