საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი კომერციული ბანკების აქტივების 13.8%-ია
2023 წლის ივნისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2.17 მლრდ ლარით, ანუ 3.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.83 პროცენტით გაიზარდა) და 2023 წლის ივნისის ბოლოს 69.9 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
12.12.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 3.1640 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1640 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1582 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა.