მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

საბანკო სექტორი კვლავინდებურად რჩება მდგრადი და სტაბილური განვითარების ფარგლებში - ალექსანდრე ძნელაძე

news image

საბანკო სექტორი კვლავინდებურად რჩება მდგრადი და სტაბილური განვითარების ფარგლებში, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელს საქართველოს საბანკო სექტორმა საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აჩვენა. 

„2024 წლის მაჩვენებლები საკმაოდ კარგი იყო. 20%-იანი ზრდის მაჩვენებელი იყო აქტივების კუთხით. ორნიშნა ზრდა არის, როგორც საკრედიტო პორტფელის კუთხით, ასევე სადეპოზიტო პორტფელში. მაგრამ აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ სადეპოზიტო პორტფელი წლის მეორე ნახევარში უფრო ნაკლებად იზრდებოდა და მიმდინარე წლის განმავლობაშიც ნაკლები ზრდის მაჩვენებელი აქვს, რაც შეინიშნებოდა საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენციით. ამას არ ვახსენებ შემთხვევით, რადგანაც როგორც იცით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2024 წლის დასაწყისში სებ-მა ერთიანად მკვეთრად შეამცირა და დღემდე 8%-ზე ინარჩუნებს.

ეს მოზომილი და რისკზე დაფუძნებული მიდგომა არის, მაგრამ უნდა ვახსენოთ, რომ ისევ მკაცრ ნიშნულზე რჩება და ეს შეფასებები იყო Fitch-განაც და S&P-განაც, რომ ეს მიმდინარეობა და ეს მიდგომა ამ ეტაპისთვის სწორია, რადგანაც რეგიონში არსებული რისკები, მიმდინარე რისკები, რაც ფინანსურ ბაზარს ახლავს უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დამოკიდებულია ინფლაციის მაჩვენებელზე, როგორც იცით 2024 წლის განმავლობაში იყო მოლოდინი, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა მიზნობრივ მაჩვენებელზე ოდნავ მაღალიც კი ყოფილიყო, მაგრამ საკმაოდ დაბალი იყო და 1,9%-ზე შენარჩუნდა.

წლევანდელი წლის მაჩვენებლებშიც, სხვადასხვა ექსპერტი სხვადასხვა მოლოდინებს ამყარებს. შესაძლებელია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იყოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა ოდნავ მაღალიც იყოს. მიზნობრივ მაჩვენებელზე მკვეთრად არ ავცდებით“, - განაცხადა ძნელაძემ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა

07.05.2025.17:56

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1219  ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7467 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7467 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1219 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი  3.1105 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ  0.0114  ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა