რომელი ფულადი გზავნილების სისტემები ლიდერობენ საქართველოში
ივნისში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს სისტემა RIA მოემსახურა. საანგარიშო პერიოდში RIA-ს გამოყენებით ქვეყანაში სისტემები 73,271.5 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 23%-ია.
მეორე ადგილზე Western Union-ი. სისტემა 1 თვეში საქართველოს მიმართულებით ჩარიცხვებით 70,207.7 ათას აშშ დოლარს მოემსახურა.
TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემები მიღებული თანხის მიხედვით
2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 315.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2%-ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
6 თვეში გადმორიცხულია 1,715.1 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 140.2 მლნ აშშ დოლარით.
წლიური ზრდის ტემპი კი 17.3%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში. ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება.
კერძოდ, ივნისში, აშშ-დან 23.0%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 58.7 მლნ აშშ დოლარი შეადგენა. კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან.
კერძოდ, ივნისში წლიურად 15.9%-ით შემცირდა და 41.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, 2025 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.3 მლნ აშშ დოლარი (93.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივნისის (28.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8% მეტია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე
09.04.2026.19:00
FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.
„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.