როგორია კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ლარში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა და საპროცენტო განაკვეთები
კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ თებერვლის ბოლოსთვის 9,593.6 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებლები კი წლიურ ჭრილში 40%-იან, ხოლო თვიურ ჭრილში 3%-იან ზრდას აჩვენებს.
კომერციულ ბანკებში ლარის დეპოზიტებიდან 56%-ი ვადიანი დეპოზიტებზე მოდის. თებერვლის ბოლოსთვის ლარში ვადიანი დეპოზიტების მაჩვენებელმა 5,405.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებლებს 4%-ით აჭარბებს, ხოლო 2023 წლის თებერვლის მაჩვენებლებს 42%-ით.
სებ-ს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ 2024 წლის თებერვლის ბოლოსთვის ლარში დენომინირებული დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 10.73%-ი იყო, მაშინ როდესაც იანვრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 10.79%-ის დონეზე იყო, ხოლო 2023 წლის თებერვლის ბოლოსთვის 12.05%-ი.
ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები კი ასე გამოიყურება:
სხვა სიახლეები
ცვლილებას მივესალმებით - საბანკო ასოციაცია სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარის აწევაზე
11.12.2025.15:35
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ და საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონებში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება, დადებითად აფასებენ საქართველოს საბანკო ასოციაციაში.
ასოციაციის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი იოსებ ქურდაძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა მომხმარებლებისთვის საკმაოდ დადებითი ცვლილებაა.
„ვფიქრობ, რომ სექტორისთვის არსებითი ცვლილება ეს არ არის იმიტომ, რომ ჩვენ როგორც შიდა განხილვის მექანიზმი გვაქვს დანერგილი, ისე ამ ეტაპზე აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კომისიასთან, ისე თუ დავა გაგრძელდება - ეროვნულ ბანკთან და სასამართლოში გადასხიხოლმე ეს თემები. მარტივად, რომ გითხრათ არსებით ცვლილებად ამას არ განვიხილავთ, თუმცა მომხმარებლებისთვის დადებითია ეს ცვლილება და სექტორისთვისაც კარგია და საზიანო აქ არაფერი არ არის.
მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ კომისიის გარეშეც მიმართონ სასამართლოს და ეს იგივე რჩება. გაიწერა უბრალოდ სავარაუდო, სადავო საკითხების მოცულობა, რომელიც კომისიაში განიხილება - ალბად გაიზრდება. თუმცა არსებით ცვლილებებს არ ველოდებით. ცვლილებას ზოგადად მივესალმებით.
კომისია დამატებითი მექანიზმია და რატომაც არა? ახლა უფრო მეტ მომხმარებელს მიეცემა საშუალება, რომ გამოიყენოს ეს მექანიზმი - ამაში უარყოფითს არაფერს არ ვხედავთ. ჩვენთვისაც კომფორტულია კომისიასთან თანამშრომლობა“, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი იოსებ ქურდაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება.
ცვლილების თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს კომისიას, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს, ნაცვლად აქამდე არსებული 50 000 ლარისა.
გარდა ამისა, კანონმდებლობის დონეზე დაზუსტდა და დაიხვეწა, დავების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სამართლებრივი ასპექტებიც.
აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობისა და ინოვაციური განვითარებისთვის.
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია 2023 წლიდან მოქმედებს. კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს. მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.