მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

როგორია იანვარ-აგვისტოს ​სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი

news image

საქართველოს 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 14 639 104.5 ათასი ლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 12 166 493.1 ათასი ლარი შეადგინა.

არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 72 407.5 ათასი ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იყო 211 182.1 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 2 189 021.9 ათასი ლარი.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (12 166 493.1 ათასი ლარი) შეადგინა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის (13 266 135.5 ათასი ლარი) 91.7%;

მათ შორის:

გადასახადების ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 12 165 595.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებულია  10 900 658.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 89.6%.

იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, „გადასახადები შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზრდზე“ საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 5 525 617.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა
შეადგინა 5 121 983.0 ათასი ლარი, რაც გეგმის 92.7%–ია.

„საშემოსავლო გადასახადის“ ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 3 945 617.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 3 727 029.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 94.5%;
 

„მოგების გადასახადის“ სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ (1 394 953.0 ათასი ლარი) შეადგინა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის (1 580 000.0 ათასი ლარი) 88.3%. გადასახადებმა ქონებაზე შეადგინა 10.6 ათასი ლარი.

გადასახადები საქონელსა და მომსახურებაზე“ ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 6 393 978.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 5 825 950.9 ათასი ლარი, რაც გეგმის 91.1%–ია; ~

„დამატებული ღირებულების გადასახადის“ ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 4 882 978.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 4 420 956.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 90.5%;

„აქციზის“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 1 404 994.5 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (1 511 000.0 ათასი ლარი) 93%–ია;

„გადასახადები საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებზე“ (იმპორტის გადასახადი) ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 91 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 100 443.7 ათასი ლარი, რაც გეგმის 110.4%–ია.

„სხვა გადასახადების“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-აგვისტოში შეადგინა -147 730.0 ათასი ლარი (უარყოფითი).

ცნობისათვის, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებულია 12 166 493.1 ათასი ლარის მოცულობით (ცხრა თვის გეგმა 13 266 135.5 ათასი ლარი); ხარჯებმა შეადგინა 10 770 096.8 ათასი ლარი (ცხრა თვის გეგმა 12 366 677.2 ათასი ლარი);

საოპერაციო სალდომ შეადგინა 1 396 396.3 ათასი ლარი (ცხრა თვის გეგმა - 899 458.3 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ცვლილების შესრულებამ შეადგინა 2 109 206.7 ათასი ლარი.

მათ შორის: შესრულებამ არაფინანსური აქტივების კლების მუხლით 72 407.5 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდით 2 181 614.1 ათასი ლარი.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანმა სალდომ შეადგინა -712 810.4 ათასი ლარი (უარყოფითი), ცხრა თვის გეგმა -1 604 192.2 ათასი ლარი (უარყოფითი).

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

18.08.2025.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1507 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6968 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6968 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი  3.1507 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი  3.1553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა