როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე ძირითადად ძირითადად გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 89.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.90% წინა კვირასთან შედარებით და +14.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 195 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 84.65 - 89.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 40.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.38% წინა კვირასთან შედარებით და -6.21% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 375 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.15 - 40.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 134 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 27.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.32% წინა კვირასთან შედარებით და +5.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 179 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.25 - 27.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 ათასი აქცია შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა
11.12.2025.17:04
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1582 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6991 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6991 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6995 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1398 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0184 ლარი შეადგინა.