როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე ძირითადად ძირითადად გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 79.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.55% წინა კვირასთან შედარებით და +2.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 229 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 77.95 - 81.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური
ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 37.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.83% წინა კვირასთან შედარებით და -10.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.1 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.05 - 39.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური
ვაჭრობის მოცულობამ 136 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 25.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და +3.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 104 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.55 - 25.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 34 ათასი აქცია შეადგინა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
17.11.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1424 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7080 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7080 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც 2.7085 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1424 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1462 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.