როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე ძირითადად შემცირდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 73.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.20% წინა კვირასთან შედარებით და -3.15% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 231 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 73.25 - 79.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 41.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.53% წინა კვირასთან შედარებით და - 7.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 452 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.80 - 45.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 23.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.84% წინა კვირასთან შედარებით და -0.42% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 218 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.35 - 25.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 46 ათასი აქცია შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
გარე უბნების პოპულარობა, ინვესტორთა სტრატეგიები და NB TOWER-ის როლი უძრავი ქონების ტრანსფორმაციაში
სხვა სიახლეები
20.10.2025.13:35
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა Mastercard-ის აღმოსავლეთ ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის პრეზიდენტთან დიმიტრის დოსისთან და ვიცე-პრეზიდენტ აზამ ალამენტინთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ფინანსური ეკოსისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები და Mastercard-ის ჩართულობა იმ ინიციატივებში, რომლებიც ემსახურება ფინანსური ჩართულობის ზრდას, ციფრული გადახდების განვითარებასა და სექტორის უსაფრთხოების გაძლიერებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გადახდების ბაზარზე, მათ შორის ძლიერი მომხმარებლის ავთენტიფიკაციის (SCA), ტოკენიზაციისა და სხვა ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას, რომლებიც Mastercard-ის მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაცულობის ამაღლებას და ბაზრის სტანდარტების შესაბამისობას საერთაშორისო პრაქტიკასთან.
ასევე განხილული იყო ფინტექ სექტორის წახალისება, ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსური ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას.
Mastercard და საქართველოს ეროვნული ბანკი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ფინანსური ინოვაციების, მომხმარებელთა დაცვისა და თანამედროვე საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.