როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 77.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.37% წინა კვირასთან შედარებით და +1.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 190 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 76.70 - 79.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 57 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.00% წინა კვირასთან შედარებით და -0.11% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 355 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.30 - 45.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 115 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 23.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.00% წინა კვირასთან შედარებით და - 0.21% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 172 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.20 - 24.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ჰედვაის აკადემიაში - დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით
სხვა სიახლეები
13.10.2025.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1411 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7111ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7111 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7117 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1411 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1385 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.