როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 77.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.90% წინა კვირასთან შედარებით და +8.57% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 240 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 76.90 - 81.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.99% წინა კვირასთან შედარებით და -6.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 443 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.95 - 48.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 75 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 23.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.38% წინა კვირასთან შედარებით და +14.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 615 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.15 - 25.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 83 ათასი აქცია შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1507 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6968 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6968 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1507 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.