როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 66.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.15% წინა კვირასთან შედარებით და +2.16% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 414 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 65.30 - 67.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.34% წინა კვირასთან შედარებით და - 1.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 417 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.45 - 45.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 18.14 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.16% წინა კვირასთან შედარებით და - 2.79% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 245 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 17.94 - 19.18 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.06.2025.17:12
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1254 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7260 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7260 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1254 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1435 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0181 ლარი შეადგინა.