როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 68.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.14% წინა კვირასთან შედარებით და +8.93% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 156 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 66.10 - 68.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.01% წინა კვირასთან შედარებით და - 6.24% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 214 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.45 - 45.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 19.16 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.24% წინა კვირასთან შედარებით და +13.91% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.46 - 19.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.06.2025.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1238 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7306 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7306 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7306 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1238 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1189 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.