როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 66.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.03% წინა კვირასთან შედარებით და +17.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 251 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 64.00 - 67.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 65 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.88% წინა კვირასთან შედარებით და +1.78% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 242 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.75 - 46.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 93 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 19.02 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.49% წინა კვირასთან შედარებით და +24.15% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.44 - 19.54 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 99 ათასი აქცია შეადგინა.
სხვა სიახლეები
28.05.2025.19:00
სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 7%-ით.
2025 წლის აპრილის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 9 876 131 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 8 496 221 ბარათს შეადგენდა.
საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის აპრილის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5 448 314 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი მარტის მაჩვენებლებთან მაჩვენებლებთან შედარებით 11%-იან, ხოლო 2024 წლის აპრილთან შედარებით 26%-იან ზრდას აჩვენებს.
აპრილის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 55%-ს Mastercard-ი ფლობს, 27%-ს VISA, AMEX კი 14%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.
2025 წლის აპრილის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 635 758 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 2%-ია, ხოლო 2024 წლის აპრილთან შედარებით 3%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება AMEX-ს, აპრილში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1 391 423 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 2%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 24%-იანი ზრდაა.